„უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მოიწყენთ და გამხნევდით, ძალა ერთობაშია!“

© photo : photo: courtesy of Ioane Kartveliიოანე ქართველი
იოანე ქართველი 
 - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
ამბობს, რომ ხელოვნება მისთვის უდიდესი სულიერი კომფორტი და ბედნიერებაა. წერს ლექსებს, მუსიკალურ კომპოზიციებს ამ ლექსებისთვის, ატარებს პოეზიის და შემოქმედებით საღამოებს, დგამს სპექტაკლებს, ცდილობს, რომ ყველაფერს ეროვნული შინაარსი და ხასიათი მიანიჭოს.
სწორედ ამის ხაზგასასმელად აირჩია ალბათ თავის დროზე ასეთი ფსევდონიმი. პირველი კითხვაც აქედან გამომდინარე დავუსვი.
© photo: courtesy of Ioane Kartveliიოანე ქართველი
იოანე ქართველი 
 - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
იოანე ქართველი
- თავიდანვე გკითხავთ, რატომ შეაფარა ვანო პატარქლიშვილმა თავი სცენურ ფსევდონიმს – იოანე ქართველი?
- იოანე ჩემი ნათლობის სახელია. მე ამაყი ვარ ყველაფრით, რაც ქართულია და ბედნიერი ვარ იმით, რომ დავიბადე საქართველოში, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელსაც წმინდა გიორგის მახვილი იცავს. ეს ფსევდონიმი ჩემი მხრიდან იმის ხაზგასმაა, რომ ქართველობა უფლის წინაშე დიდი პასუხისგებლობაა, რაც გვავალებს, გავუფრთხილდეთ ტრადიციულ კულტურას, მართლმადიდებლობას და საკუთარ ფესვებს. ამასთან ერთად უნდა მივიღოთ სიახლეები, რადგან სხვაგვარად ქვეყანა არ შეიძლება განვითარდეს. ამიტომაა სიტყვა „ქართველი" ჩემთვის, ღირსებასთან ერთად, მრავლისმომცველი და საპასუხისმგებლო.
© photo: courtesy of Ioane Kartveliიოანე ქართველი
იოანე ქართველი 
 - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
იოანე ქართველი
- ბატონო იოანე, თქვენ წერთ ლექსებს, მუსიკალურ კომპოზიციებს ამ ლექსებისთვის, საკუთარ სიმღერებსაც თავად ასრულებთ. ყველაზე კარგად რომელ ამპლუაში გრძნობთ თავს?
- ჩემთვის არ არსებობს ესა თუ ის „ამპლუა“. როდესაც შემოქმედი ადამიანი, ანუ ამ შემთხვევაში მე, საყვარელ საქმეს ვაკეთებ, არა აქვს მნიშვნელობა ამისთვის როლში გარდასახვა მჭირდება, ლექსების მხატვრული კითხვა, შემოქმედებითი საღამოს წაყვანა თუ კონცერტზე გამოსვლა. ყველა შემთხვევაში თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ხელოვნება ჩემთვის უდიდესი სულიერი კომფორტი და ბედნიერებაა.
© photo: courtesy of Ioane Kartveliიოანე ქართველი
იოანე ქართველი 
 - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
იოანე ქართველი
- თქვენი ორგანიზაციის სახელით სამ ქართველ მსახიობს ბენეფისი მოუწყვეთ.
- ორგანიზაცია, სახელად „ქართველი", 2018 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები მე და თორნიკე ლაბაური ვართ. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ უნდა დაფასდეს ღვაწლმოსილი ადამიანების შრომა და ამაგი. ის ადამიანები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული ხელოვნების განვითარებაში, ყურადღებით და სიყვარულით უნდა წავახალისოთ, გავანებივროთ კიდეც. ამიტომ სამ ქართველ მსახიობს – თამარ სხირტლაძეს, ჯემალ ღაღანიძეს და ლეო ანთაძეს შემოქმედებითი საღამო-ბენეფისი მოვუწყვეთ. სამივე შეხვედრა მაყურებლისთვის შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო.
© photo: courtesy of Ioane Kartveliიოანე ქართველი სცენაზე
იოანე ქართველი სცენაზე
 - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
იოანე ქართველი სცენაზე
- მათი მონათხრობიდან რომელი ამბავი დაგამახსოვრდათ?
- მახსოვს საკუთარ ბენეფისზე როგორ გაიხსენა ბატონმა ლეო ანთაძემ ბავშვობის ეპიზოდი, როდესაც მას, ჯერ კიდევ პატარა ბიჭს უწინასწარმეტყველეს, რომ მსახიობი დადგებოდა. საბავშვო ბაღში, თურმე, ის ელდარ შენგელიასთან ერთად დადიოდა. ერთხელ ბაღში ნატო ვაჩნაძისთვის დაუდგამთ სპექტაკლი „ექიმი აიბოლიტი“, სადაც მას პატარა, სახასიათო როლი შეუსრულებია. ასე გაიხსენა – როცა ტექსტი წარმოვთქვი, მშობლები სიცილით დაიხოცნენო. სპექტაკლის ბოლოს კი ნატო ვაჩნაძეს თურმე ხელში აუყვანია და გამოუცხადებია, ამ პატარა ბიჭისგან დიდი მსახიობი დადგებაო. ბატონ ლეოს, როგორც ჩანს, სხვა არჩევანი არც ჰქონდა, რადგან მისი დედა მსახიობი იყო, მამა კი - რეჟისორი. შეუძლებელია ასეთ გარემოში გაზრდილს სამომავლოდ სხვა პროფესია აერჩია. ჩემი მხრიდან გეტყვით, იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა სცენაზე დგახარ ასეთ დიდ მსახიობებთან ერთად და იცი, რომ მათ გულწრფელად სჭირდებათ და უხარიათ შენი გვერდით ყოფნა.
© photo: courtesy of Ioane Kartveliიოანე ქართველი
იოანე ქართველი 
 - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
იოანე ქართველი
- როცა რეალობა გთრგუნავთ ხოლმე, რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს?
- ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევენ ის ადამიანები, რომლებმაც შეძლეს საკუთარ თავში სიკეთისა და ღირსების გადარჩენა. ასეთები დღეს, საბედნიეროდ, ბევრია. ამასთან დაკავშირებით მინდა ჩემი ერთი ლექსიდან სტროფები გავიხსენო:
გახარებული ცას გაკიდულ მზეს ვუმღეროდი
და ბევრ ოცნებას ოცნებებით ვეფერებოდი,
მიყვარდა, როცა ადამიანს ვხედავდი ყველგან,
დღეს სადღა არის ადამიანში ადამიანი,
და ვინც შემომრჩით იმედების მარადისობად
გულში მიყვარხართ, მენატრებით, მეიმედებით...
© photo: courtesy of Ioane Kartveliიოანე ქართველი
იოანე ქართველი 
 - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
იოანე ქართველი
- თქვენ პოეზიის არაერთი საღამო და სპექტაკლი გაქვთ ჩატარებული...
- ვთვლი, რომ ასეთი საღამოები ერთგვარი მოტივაციაა მომავალი თაობის ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ სათქმელს ახლებურად და საინტერესოდ გამოხატავენ. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო წელს, 6 ივლისს ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახალხო თეატრში ჩემ მიერ ილიას „ქართვლის დედის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. აქვე თქვენს მკითხველს მინდა შევახსენო, რომ ყვარლის სახალხო თეატრი ამავე რაიონის კულტურის სამსახურის უფროსის, ბატონ ირაკლი მათიკაშვილის ინიციატივით დაარსდა. ასევე მადლიერებით ვახსენებ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორს მაია ზარდიაშვილს.
© photo: courtesy of Ioane Kartveliიოანე ქართველი
იოანე ქართველი
 - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
იოანე ქართველი
- სპექტაკლში ვინ მიიღო მონაწილეობა?
- მასში ყვარლიდან ოთხი შემოქმედი ადამიანი იყო ჩართული, ესენი არიან: მაია მამულაშვილი, დაჩი დავითაშვილი, მედეა გეგეჭკორი და მამუკა ყეინოშვილი. მასიურ სცენებში მონაწილეობა მიიღეს ყვარლის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „როკვას“ მოცეკვავეებმა. ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო ჩიხიაშვილი გახლავთ. ამ სპექტაკლში ასევე დაკავებული იყო ნანა ჩიხიაშვილის მიერ დაარსებული სიმღერის ანსამბლი „ნანილა“.
© photo: courtesy of Ioane Kartveliიოანე ქართველი
იოანე ქართველი 
 - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
იოანე ქართველი
- პანდემიის დროს ხშირად გაქვთ ლაივ-ჩართვები?
- დიახ, პანდემიის დროს ხშირად ვერთვები მათ, ვინც ჩემსავით ფიქრობს, და მხატვრული კითხვის ვირტუალურ საღამოებს ვაწყობ. ასეთი ჩართვებით მათ ვამხნევებ ხოლმე. მახსოვს, ერთ მოკრძალებულ ლაივს სახელად დავარქვი „მეც თქვენთან ერთად სახლში ვარ". მაშინ მათ ასე მივმართე: უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მოიწყენთ და გამხნევდით, ძალა ერთობაშია. მალე, ღმერთის ნებით და დახმარებით, ყველაფერი კარგად იქნება, ხვალინდელი დღის იმედიანად გათენებას გისურვებთ! თქვენ სახლში ხართ, მეც სახლში ვარ, ჩვენ - სახლში ვართ, ჩვენი სახლი კი ეს პლანეტაა და ჩვენთან არს ღმერთი!..
ყველა ახალი ამბავი
0