ზურაბიშვილი ბუნიათიშვილის კონცერტს დაესწრო

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი და ხატია ბუნიათიშვილი
სალომე ზურაბიშვილი და ხატია ბუნიათიშვილი
 - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა პიანისტს საქართველოს სიამაყე უწოდა და წარმატებები უსურვა.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი მოისმინა, მისი წარმატება ხაზგასმით აღნიშნა.
ბუნიათიშვილმა კონცერტი გამართა ჟენევაში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური დაესწრო.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბუნიათიშვილთან გადაღებული ფოტი საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
„ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი ჟენევაში… საამაყო ყველა ქართველისთვის და, მით უმეტეს, პრეზიდენტისთვის! წარმატებებს ვუსურვებ ამ უკვე წარმატებულ გზაზე!“ – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
რით არის ბუნიათიშვილი ცნობილი?
ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, იგი საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეა. პიანისტი ორჯერ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს Echo Klassik-ის ლაურეატი – 2012 წელს ფერენც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს ალბომისთვის „კალეიდოსკოპი", რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.
ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
ხატია ბუნიათიშვილი „დიორის“ ჩვენებაზე თვალწარმტაცია – ფოტო
ბუნიათიშვილმა სხვადასხვა ქვეყნის მრავალი დიდი სცენა დაიპყრო, არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში.
ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექვსი წლის იყო, როდესაც თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა კამერული ორკესტრის თანხლებით.
კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე – პირველი პრიზი. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია, EchoKlassikAwards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას" წოდება მიიღო.
2020 წელს ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ცნობილი ბრენდის Cartier-ის ამბასადორი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0