უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოსთვის არ მიუმართავს

© Facebook / David Sakvarelidzeმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისს მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის მოთხოვნით ქართული მხარისთვის არ მიუმართავს, იუწყება РИА Новости სააგენტო Украинские новости-ზე დაყრდნობით.
სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი პირადად დაკავდება სააკაშვილის კიევში დაბრუნების საკითხით.

„ამ დროისათვის წინასწარი გამოძიების ორგანოების მხრიდან მოთხოვნა გენერალური პროკურატურის საერთაშორისო-სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტში მ. სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის (ექსტრადიციის) თაობაზე არ არის არის შემოსული, ამიტომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისთვის გენერალური პროკურორის ოფისს ასეთი მოთხოვნით არ მიუმართავს“, – ნათქვამია უკრაინის გენპროკურორის ოფისის მიერ სააგენტოსთვის გაგზავნილ პასუხში.

სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0