სარფში საზღვრის კვეთა 10:00-დან 24:00 საათამდე გახანგრძლივდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებმა საზღვრის კვეთისას თან უნდა იქონიონ პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, კოვიდ-პასპორტი და PCR–ტესტის დოკუმენტი უარყოფითი პასუხით.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სარფის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის საათები გახანგრძლივდა, იუწყება საქართველოში თურქეთის საელჩო.
თურქეთში მიმავალი მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას 10:00 საათიდან 24:00 საათამდე შეძლებენ. 14 ოქტომბრამდე კი „სარფის“ საბაჟოდან თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელი იყო 10:00-დან 22:00 საათამდე პერიოდში.
საქართველოს მოქალაქეებმა საზღვრის კვეთისას თან უნდა იქონიონ პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, კოვიდ-პასპორტი და PCR–ტესტის დოკუმენტი უარყოფითი პასუხით.
ამასთან, გამგზავრებამდე 72 საათით ადრე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეავსონ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე register.health.gov.tr განთავსებული ელექტრონული ანკეტა და მიიღონ ე.წ. HES–კოდი. იგი აუცილებელია თურქეთში გადაადგილებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0