https://sputnik-georgia.com/20211014/mixeil-saakashvili-demna-gvasalias-madlobas-uxdis-260552700.html
მიხეილ სააკაშვილი დემნა გვასალიას მადლობას უხდის
მიხეილ სააკაშვილი დემნა გვასალიას მადლობას უხდის
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან ქართველ დიზაინერს მადლობას უხდის. 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T16:50+0400
2021-10-14T16:50+0400
2021-10-14T20:29+0400
ქართველი ცნობადი სახეები
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23851/60/238516059_0:253:3704:2337_1920x0_80_0_0_95dbc14d0cecbcf76eafc805d631705a.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ქართველ დიზაინერს დემნა გვასალიას ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ წერილობით ინტერვიუში გუშინ, 13 ოქტომბერს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.სააკაშვილი ამბობს, რომ ამ დიზაინერით ყოველთვის ამაყობდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართულ წარწერებიან მაისურს ხედავდა ლოს-ანჯელესში.ცნობილი ქართველი დიზაინერი და „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდა და შესაბამის პეტიციას ხელი მოაწერა.მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და ის დაკავების დღიდან შიმშილობს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.სააკაშვილი ციხეში მისთვის დაუსწრებლად ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო იმყოფება – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211014/saakasvili-saqartvelosi-dabrunebis-pirvel-mcdelobaze-260529464.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23851/60/238516059_126:0:3579:2590_1920x0_80_0_0_4e68b3d781a452d81ff65700e0c90771.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ქართველი ცნობადი სახეები, საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ქართველი ცნობადი სახეები, საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი დემნა გვასალიას მადლობას უხდის
16:50 14.10.2021 (განახლებულია: 20:29 14.10.2021) მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან ქართველ დიზაინერს მადლობას უხდის.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ქართველ დიზაინერს დემნა გვასალიას ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ წერილობით ინტერვიუში გუშინ, 13 ოქტომბერს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
სააკაშვილი ამბობს, რომ ამ დიზაინერით ყოველთვის ამაყობდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართულ წარწერებიან მაისურს ხედავდა ლოს-ანჯელესში.
ცნობილი ქართველი დიზაინერი და „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდა და შესაბამის პეტიციას ხელი მოაწერა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და ის დაკავების დღიდან შიმშილობს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.
სააკაშვილი ციხეში მისთვის დაუსწრებლად ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო იმყოფება – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.