„პირველად ხარ ასე შორს...“ – ლელა მებურიშვილი მეუღლეზე წერს

© Photo: Lela Meburishvili / FBლელა მებურიშვილი
ლელა მებურიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
მსახიობი ლელა მებურიშვილი ქორწინების 8 წლისთავს აღნიშნავს. ლელას რჩეული ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძეა, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დირექტორი. მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ არ უყვარს საჯაროდ პირადი პოსტების წერა, თუმცა ახლა გამონაკლისს უშვებს, რადგან მისი მეუღლე შორსაა. ლელა მადლობას უხდის ბაჩოს „ყველა დღისთვის, რაც მასთან ერთადაა და იმისთვის, რაც მათ ერთობლივად შექმნეს ქორწინების პერიოდში“.
ლელას სიყვარულს განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და საქართველოში კარიერას დიდი წარმატებით განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილს სამსახიობო კარიერაში პაუზა აქვს, არაორდინარულ და მის შესაფერის ფოტოსესიებში მონაწილეობას ხშირად იღებს.
სერიალში „შუა ქალაქში“ მიღწეული პოპულარობის პიკი დღემდე არ ნელდება. ლელას სილამაზით აღტაცებული თაყვანისმცემლები მას სურათების უფრო ინტენსიურად გაზიარებას სთხოვენ.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა ოჯახთან ერთად ხორვატიაში დაისვენა და დაბადების დღეც აღნიშნა. მსახიობი ხორვატიაში ცნობილ ადგილზე იმყოფებოდა – დუბროვნიკი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კურორტად მიიჩნევა.
ყველა ახალი ამბავი
0