„სამი დღე ანი მივ­ლი­და პამ­პერ­სებ­ში... ღამეები არ მეძინა“ – რა შეემთხვა ილო ბეროშვილს?

© Facebook / Ani Bebiaანი ბებია და ილო ბეროშვილი
ანი ბებია და ილო ბეროშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
მსა­ხი­ო­ბმა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნმა ილო ბე­როშ­ვი­ლმა გა­და­ცე­მა­ში „სტუმ­რად ლე­ლას­თან“ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბისგან გათავისუფლების უმ­ძი­მეს გა­მოც­დი­ლე­ბაზე ისაუბრა. ბე­როშ­ვი­ლის თქმით, ის ექ­ვსსა­თი­ან ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში იყო და არ­სე­ბობ­და შან­სი, რომ კო­მი­დან ვერ გა­მო­სუ­ლი­ყო.
ილო ბეროშვილი ანი ბებია - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2020
ყვითელი ამბები
„დიდი თავკომბალა ვყოფილვარ“ - ანი ბებიას შოკისმომგვრელი პოსტი
ბეროშვილის თქმით, იყო მე­თო­დი, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­სა­ვით და­დი­ო­და მომ­ხმა­რებ­ლებ­ში. ებ­რა­ე­ლი კაცი იყო ჩა­მო­სუ­ლი, რო­მე­ლიც აკე­თებ­და ხე­ლოვ­ნურ კო­მას. ევსსა­ა­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რა იყო. გარ­კვე­უ­ლი პრე­პა­რა­ტი უნდა შე­ეყ­ვა­ნათ ორ­გა­ნიზ­მში, რომ­ლის შე­დე­გა­დაც იმას, რაც თვე­ნა­ხე­ვარ­ში იყო გა­სავ­ლელი, გა­დი­ო­დი იმ ექ­ვსსა­თი­ან კო­მა­ში. სა­მი­დან ხუთ პრო­ცენ­ტამ­დე იყო შან­სი, რომ სა­ერ­თოდ ვერ გა­იღ­ვი­ძებ­დი, და ეს ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და.

„ვაგ­რო­ვე ფული, თან­ხა შე­ვა­ქუ­ჩე, რომ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ვამ­ბობ­დი, ასე ვე­ღარ ვიქ­ნე­ბი–მეთ­ქი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად უგ­რძნო­ბი ვი­ყა­ვი ყვე­ლას მი­მართ. ერთხელ ჩემ­მა შვილ­მა უთხრა ანის, შენ რომ მა­მამ გა­გიც­ნო, მა­შინ და­ი­წყო ღი­მი­ლიო. შე­იძ­ლე­ბა ეკ­რან­ზე ბევ­რი იღი­მო, მაგ­რამ სახ­ლში რომ მივ­დი­ო­დი, უბ­რა­ლოდ ვი­წე­ქი“, – იხსენებს ბეროშვილი.

მისი თქმით, პროცედურა ჩაიტარა, გარეთ კი ანი ელოდებოდა და როდესაც გაიღვიძა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თხევადი იყო და ვერაფერს გრძნობდა.

„კი­ვი­ლით მეღ­ვი­ძე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი წურ­წუ­რით გამ­დის და მე ეგე­თი შეგ­რძნე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია. მე­გო­ნა, რომ რო­გორც წყა­ლი, სა­დღაც წა­ვი­დო­დი. ის ღამე ხომ იყო ჯო­ჯო­ხე­თი, ტი­რი­ლი, ქვი­თი­ნი. მე ეგე­თი ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი მი­ნა­ხავს და არც არა­ვის ვუ­სურ­ვებ. სახ­ლში წა­მო­ვე­დი, ვი­ყა­ვი პამ­პერ­სებ­ში. ანის მივ­ყავ­დი და მა­მა­ჩემს. დავ­რჩით მარ­ტო, იმი­ტომ რომ ანის გარ­და არა­ვის ვი­კა­რებ­დი, სამი დღე ანი მივ­ლი­და ამ პამ­პერ­სებ­ში. ორი კვი­რა სა­ერ­თოდ ისე ცუ­დად ვი­ყა­ვი, რომ ღა­მე­ე­ბი არ მე­ძი­ნა”, – ამ­ბობს ილო ბე­როშ­ვი­ლი.

ანი ბებია და ილო ბეროშვილი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდნენ. მათ საერთო ვაჟი - ჯერი ჰყავთ.
ყველა ახალი ამბავი
0