საშიში დაავადების ორი ხილული ნიშანი კანზე: იყავით ყურადღებით!

CC BY 2.0 / Vic / Doctor greating patientექიმი და პაციენტი
ექიმი და პაციენტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ადამიანის კანზე შეიძლება გაჩნდეს ორი ფერი, რომლებიც ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ძირითად სიმპტომებად შეიძლება მივიჩნიოთ, წერს გამოცემა Daily Express-ი ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის სპეციალისტებზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ ცხიმოვანი ღვიძლი „მდუმარე დაავადებაა“, ვინაიდან შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობდეს მანამ, სანამ ორგანოზე ნაწიბურები არ გაჩნდება. შესაბამისად, ის უკიდურესად ვერაგ სენად არის მიჩნეული.
ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
ღვიძლის აღდგენა წამლების გარეშე: ექიმი ასახელებს ბოსტნეულის წვენებს
გამოცემის ცნობით, ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მკვლევარებმა ცხიმოვანი ღვიძლის ორ უჩვეულო სიმპტომად კანის ყვითელი შეფერილობა და ასევე სილურჯეები დაასახელეს.
მათი თქმით, კანი სისხლში ბილირუბინის მაღალი დონის გამო ყვითლდება, რასაც, თავის მხრივ, ღვიძლის უჯრედების ანთება, ნაღვლის სადინრების დახშობა ან სხვა ანომალიები იწვევს.
რაც შეეხება მეორე სიმპტომს, სილურჯეებს — ისინი უმნიშვნელო ტრავმების გამო ჩნდება კანზე და მრავალი კვირის განმავლობაში არ გადის.
„სილურჯეების გაჩენისადმი მიდრეკილება ასევე არის ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.
მანამდე დიდი ბრიტანეთის ღვიძლის ფონდის (British Liver Trust) სპეციალისტებმა რამდენიმე ნიშანი დაასახელეს, რომლებიც ასევე მეტყველებს ცხიმოვანი ღვიძლის განვითარებაზე.
ექიმი ანგელოზის ფრთებით - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ღვიძლის საშიში პრობლემების ყველაზე ხშირი სიმპტომები: ექიმი გირჩევთ
ექიმები, პირველ რიგში, ყურადღების ხელებზე გამახვილებას გვირჩევენ, ვინაიდან, მათი თქმით, სწორედ ხელების კანის ფერი, ფრჩხილების მდგომარეობა და თითების ფორმა იძლევა ბევრ წინასწარ ინფორმაციას ღვიძლის ჯანმრთელობის შესახებ.
British Liver Trust-ის მონაცემებით, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების საწყის სტადიაზე ხელისგულები წითლდება და ლაქებით იფარება.
გარდა ამისა, საჭიროა დააკვირდეთ თითების ფორმასაც. თუ თითების ზედა ნაწილი ქვედაზე ფართოა, ე.ი. საქმე ღვიძლზე ნაწიბურების გაჩენასთან გვაქვს.
დაავადების კიდევ ერთი ნიშანი ასევე შეიძლება იყოს ხელების უნებლიე და უმიზეზო კანკალი.
გამომდინარე იქიდან, რომ დაავადებული ღვიძლი ფუნქციონირებას ცდილობს, შესაძლოა გათეთრდეს ფრჩხილებიც — ესეც ერთ-ერთი სიმპტომია.
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2021
რა აღადგენს ალკოჰოლით დაზიანებულ ღვიძლს: დროული რჩევა მეცნიერებისგან
გარდა ამისა, ცხიმოვან ღვიძლზე ასევე შეიძლება მეტყველებდეს შემდეგი ნიშნები:
გამუდმებული დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება;
მადის დაკარგვა;
წონაში კლება და გამოფიტვა;
პირღებინება და გულისრევის შეგრძნება;
და, რაღა თქმა უნდა, ტკივილი ღვიძლის არეში.
ექიმების თქმით, ღვიძლის გაცხიმოვნებამ შესაძლოა კანზე წვრილი სისხლძარღვების გროვები გააჩინოს, რაც ობობის მსგავსი ანგიომის სახელითაა ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0