„უპასუხისმგებლო ადამიანები“ – რუსეთში ამერიკელი სენატორების მოწოდება შეაფასეს

© AP Photo / Alexander Zemlianichenkoაშშ-ის და რუსეთის დროშები
აშშ-ის და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკელ კანონმდებლებს რუსეთთან ურთიერთობების ჩამოშლა სურთ, განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
რადიო Sputnik-ის ინფორმაციით, ასე შეაფასა ელჩმა ამერიკელი სენატორების ახალი წინადადება სანქციების სიაში რუსეთის კიდევ 35 მოქალაქის შეყვანის შესახებ.
ანტონოვის თქმით, გაოცებას იწვევს, რაოდენ მანიაკალური დაჟინებით ცდილობს შეერთებული შტატები რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების დამხობას.

„სრულიად გამოგონილი საბაბით რუსეთის 35 მოქალაქისთვის შეზღუდვების დაწესების ახალი მცდელობა ამის ნათელი დადასტურებაა“, — აცხადებს ანტონოვი საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე.

დიპლომატის აზრით, კაპიტოლიუმს ასეთი ქმედებებით სურს შექმნას „ამერიკის მტრებთან ბრძოლის“ ილუზია, რომლებსაც თავად იგონებენ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაზე იზრუნონ.
რადიო Sputnik-თან საუბრისას პოლიტოლოგმა პაველ ტარუსინმა ამერიკელი სენატორების ქმედებებს უპასუხისმგებლო უწოდა.
 Виктория Нуланд - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
მათრახი თუ თაფლაკვერი: რა მოაქვს ნულანდს რუსეთში
„ეს მოწოდებები არანორმალურია, რომლებსაც სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანები აკეთებენ. მათ არ ეკისრებათ არანაირი პასუხისმგებლობა საგარეო პოლიტიკის შედეგებზე. შეუძლიათ თქვან ყველაფერი, რაც მოესურვებათ“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა.
ამასთან, ტარუსინის განმარტებით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პრეზიდენტი და არა კონგრესი.

„ხოლო ამერიკელი კონგრესმენების, სენატორების მთელი ეს გამოსვლები უბრალოდ გარკვეულ ფონს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში ოპერირების შესაძლებლობებს აყალიბებს. ეს რეკომენდაციებია და პირობით ხასიათს ატარებს. თუმცა, როგორც ვხედავთ, ვაშინგტონში მაინც ჭარბობს საღი აზრი. ჩამოვიდა [აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია] ნულანდი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დიახ, მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ მოლაპარაკებები გაგრძელდება. ვფიქრობ, ურთიერთობებში რაიმე სახის პოზიტივი მიიღწევა, რადგან ეს შედის როგორც რუსეთის, ისე შეერთებული შტატების ინტერესებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო დონის პრობლემების გადაჭრა მარტო, ერთმანეთის გაგების გარეშე ძალიან რთული იქნება“, — აღნიშნა პაველ ტარუსინმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი რუსეთს 11 ოქტომბერს ეწვია და ქვეყნის ოფიციალურ პირებთან გამართა მოლაპარაკებები. ნულანდს 2019 წლიდან ჰქონდა აკრძალული რუსეთში შესვლა — ამერიკული სანქციების სიაში რუსი ჩინოვნიკების მორიგ ჩართვაზე პასუხად. მისი რუსეთში ჩასვლის საკითხი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა. საბოლოოდ მოსკოვი დათანხმდა ნულანდისთვის ვიზის მიცემას — ამერიკული სანქციების სიიდან ერთ-ერთი რუსი ჩინოვნიკის ამოღების სანაცვლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური