ლიეტუვურ მონეტაზე „ვეფხისტყაოსნის" სცენა აღიბეჭდა

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა „ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციის ფონზე
საქართველოს დროშა „ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
ვერცხლის მონეტა, რომლის დიამეტრი 40 მმ და წონა 31,1 გრამია, მომნუსხველია თავისი ხარისხითა და დახვეწილი დეტალებით.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ლიეტუვაში საკოლექციო მონეტა გამოუშვეს, რომელიც გამოსახავს ეპიზოდს დიდი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნიდან“. მონეტა ქართველმა მხატვრებმა შექმნეს.
ლიეტუვის ზარაფხანის (Lithuanian Mint) განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსთაველის პოემა „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული შუა საუკუნეების ლიტერატურის ისტორიაში“. სწორედ ამიტომ ლიეტუვის ზარაფხანამ პოემის პატივსაცემად „მონეტების შთამბეჭდავი სერია“ შექმნა.
სერიის პირველი მონეტა პოემის ერთ-ერთ დიდებულ ეპიზოდს – თინათინის გამეფებას ასახავს.
ერთი დოლარის ღირებულების ვერცხლის მონეტები 1000 ეგზემპლარი გამოუშვეს. თითოეული 119 ევრო ღირს. მონეტა იმ პროექტის შედეგია, რომელსაც ქართველი გრაფიკული დიზაინერი ივა იანეზაშვილი ხელმძღვანელობს. ილუსტრაცია მხატვარ მამუკა მიქელაძეს ეკუთვნის.
მონეტის ავერსზე გამოსახულია დედოფალ ელისაბედ II-ის პორტრეტი, ხოლო რევერსზე – თინათინის ტახტზე ასვლის სცენა.
ყველა ახალი ამბავი
0