https://sputnik-georgia.com/20211013/iaponia-tavdacvis-xarjebis-gaormagebas-apirebs-260501872.html
ჩინეთის შესაკავებლად: იაპონია თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას აპირებს
ჩინეთის შესაკავებლად: იაპონია თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას აპირებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. იაპონიის მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება, გააორმაგოს თავდაცვის ხარჯები, ხაზს უსვამს სახელმწიფოს სწრაფვას, შეიძინოს... 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T12:39+0400
2021-10-13T12:39+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
იაპონია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/03/250235572_19:0:2851:1593_1920x0_80_0_0_e2633b271fe6fc0e9b9677bdc954dab5.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. იაპონიის მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება, გააორმაგოს თავდაცვის ხარჯები, ხაზს უსვამს სახელმწიფოს სწრაფვას, შეიძინოს რაკეტები, მცირე შემჩნევადობის გამანადგურებლები, დრონები და სხვა იარაღი, რათა ჩინეთის შეიარაღებული ძალები შეაკავოს სადავო აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, იუწყება Reuters-ი.გამოცემის ინფორმაციით, იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ პირველად შეიტანა საკუთარ პოლიტიკურ პროგრამაში დაპირება, დახარჯოს მშპ-ის 2% (დაახლოებით 100 მლრდ აშშ დოლარი) შეიარაღებულ ძალებზე.ექსპერტების ვარაუდით, ახალი პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა თავდაცვით ხარჯებს უახლოეს დროში არ გააორმაგებს, გაითვალისწინებს რა პანდემიით დაზარალებული იაპონიის ფინანსურ მდგომარეობას.შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ მისმა საკვანძო მოკავშირეებმა მეტი სახსრები მოახმარონ თავდაცვას. იაპონიაში მშპ-ის 2%-მდე გაზრდა კი ნატოს წევრების ვალდებულებების შესაბამისი იქნება.ქვეყნის მმართველი პარტიის განაცხადი იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ჩინეთის სამხედრო თავდაჯერებულობის გამო იაპონურ საზოგადოებაში შეშფოთება იზრდება.როგორც გასულ წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რესპონდენტთა 86%-ს მიაჩნია, რომ იაპონიას საფრთხეს სწორედ ჩინეთი უქმნის, 82%-ის აზრით კი საფრთხეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღება წარმოადგენს.
https://sputnik-georgia.com/20211012/iaponiis-premierma-kurilis-kunzulebze-tokios-suverenitetis-sesaxeb-ganacxadae-260460075.html
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/03/250235572_373:0:2497:1593_1920x0_80_0_0_4040dec7a17a2067dcb474cc15ab555f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
იაპონია , მსოფლიოს ახალი ამბები
იაპონია , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. იაპონიის მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება, გააორმაგოს თავდაცვის ხარჯები, ხაზს უსვამს სახელმწიფოს სწრაფვას, შეიძინოს რაკეტები, მცირე შემჩნევადობის გამანადგურებლები, დრონები და სხვა იარაღი, რათა ჩინეთის შეიარაღებული ძალები შეაკავოს სადავო აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, იუწყება
Reuters-ი. გამოცემის ინფორმაციით, იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ პირველად შეიტანა საკუთარ პოლიტიკურ პროგრამაში დაპირება, დახარჯოს მშპ-ის 2% (დაახლოებით 100 მლრდ აშშ დოლარი) შეიარაღებულ ძალებზე.
ექსპერტების ვარაუდით, ახალი პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა თავდაცვით ხარჯებს უახლოეს დროში არ გააორმაგებს, გაითვალისწინებს რა პანდემიით დაზარალებული იაპონიის ფინანსურ მდგომარეობას.
შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ მისმა საკვანძო მოკავშირეებმა მეტი სახსრები მოახმარონ თავდაცვას. იაპონიაში მშპ-ის 2%-მდე გაზრდა კი ნატოს წევრების ვალდებულებების შესაბამისი იქნება.
ქვეყნის მმართველი პარტიის განაცხადი იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ჩინეთის სამხედრო თავდაჯერებულობის გამო იაპონურ საზოგადოებაში შეშფოთება იზრდება.
როგორც გასულ წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რესპონდენტთა 86%-ს მიაჩნია, რომ იაპონიას საფრთხეს სწორედ ჩინეთი უქმნის, 82%-ის აზრით კი საფრთხეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღება წარმოადგენს.