ენერგოკრიზისი, გაზი, უკრაინა - რაზე ისაუბრა პუტინმა რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, ენერგორესურსების მარაგი რუსეთში უსაზღვროა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოთხშაბათს რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა ისაუბრა საწვავის ფასის რეკორდულ ზრდაზე მთელ მსოფლიოში, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მილსადენზე. პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვან განცხადებებს РИА Новости აქვეყნებს.

ენერგოკრიზისი ევროპაში

ევროპაში გაზის ფასის რეკორდული ზრდა გამოწვეულია ელექტროენერგიის დეფიციტით და არა პირიქით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისი სიტყვებით, შარშანდელი ცივი ზამთრის შემდეგ ბევრ ევროპულ ქვეყანას არ შეუვსია საწვავის მარაგი ახალი სეზონის წინ. მათ ადგილობრივი მიწოდების იმედი ჰქონდათ და ამით უფრო მეტად უბიძგეს ფასებს მატებისკენ.
პუტინის აზრით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპის ენერგეტიკაში ნაბიჯ-ნაბიჯ უშვებდნენ „სისტემურ ხარვეზებს“. სწორედ ამ ხარვეზებმა გამოიწვია მასშტაბური კრიზისი, განმარტა პრეზიდენტმა.
როგორც პუტინი მიიჩნევს, სიტუაცია გაზის ბაზარზე, პირველ რიგში, ევროპის ბაზარზე, ჯერ არ არის „დაბალანსებული და პროგნოზირებადი“. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ დარგში ყველაფერი მწარმოებლებზე არ არის დამოკიდებული.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
პუტინმა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე ვალდებულებების შესრულების პირობა დადო
„აქ დიდ როლს ასრულებენ გაზის მომხმარებლები“, - დააზუსტა სახელმწიფოს მეთაურმა.

კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ასრულებს კონტრაქტით ნაკისრ ყველა ვალდებულებას, მათ შორის, ევროპელი პარტნიორების წინაშე და უწყვეტად აწვდის მათ საწვავს.
„არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ წლის ბოლოს გლობალურ ბაზარზე გაზის მიწოდების რეკორდულ მოცულობას მივაღწევთ“, - აღნიშნა პუტინმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთმა მთლიანობაში ევროპაში გაზის მიწოდება 15%-ით გაზარდა და მზადაა კიდევ უფრო მეტი საწვავის გასატანად. მისი თქმით, სხვა მიმწოდებლებმა, პირიქით, შეამცირეს მიწოდება 14 მილიარდი კუბომეტრით - აქედან ნახევარი აშშ-ზე მოდის.

ტრანზიტი უკრაინის გავლით

უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა შეიძლება ვერ გაუმკლავდეს ტრანზიტის შემდგომ გაზრდას, განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, „გაზპრომმა“ უკვე გაზარდა მიწოდება უკრაინის მილსადენებით: წელს ის კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს დაახლოებით ათი პროცენტით გადააჭარბებს.
„უფრო მეტად გაზრდა აღარ შეიძლება. ყველა მიგვანიშნებს: გაზარდეთ მიწოდება უკრაინის გავლით. სახიფათოა გაზრდა. იქ გაზის სატრანზიტო სისტემა ათწლეულებია არ შეკეთებულა, თუ წნევა გაიზრდება, საერთოდ გასკდება. ევროპა კი საერთოდ ამ მარშრუტის გარეშე დარჩება“, - განმარტა პრეზიდენტმა.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
პუტინმა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე ვალდებულებების შესრულების პირობა დადო
სხვადასხვა გათვლით, უკრაინის გაზსადენი სისტემის ცვეთა 80-85%-ს შეადგენს, აღნიშნა მან.
„გადასაქაჩად, პირველ რიგში, საჭიროა ამ სისტემის ნორმატიულ მდგომარეობამდე მიყვანა. ეს ჩვენც გვეხება და ევროპელ მომხმარებელსაც. ეს ეხება უკრაინელ ოპერატორებსაც. მეორე - ჩვენ უნდა გავიგოთ, რამდენის გაყიდვა შეგვიძლია. ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა.
რუსეთი მზადაა 2024 წლის შემდეგ გააგრძელოს ტრანზიტის ვალდებულება და თუ შეიქმნება ეკონომიკური და ტექნოლოგიური პირობები, გაზარდოს კიდეც ის, აღნიშნა მან.
„ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ეს კონტრაქტი. <...> მაგრამ უნდა გავიგოთ: რამდენს იყიდიან ჩვენგან?“ - დასძინა პრეზიდენტმა.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“

განცხადებები იმის შესახებ, რომ მოსკოვს გაჰყავს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არა ეკონომიკური მოგებისთვის, არამედ „უკრაინის ტრანზიტის გარეშე დასატოვებლად“, მან ბოდვა და აბსურდი უწოდა, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია.
„ამ პროექტის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ (ის) ეკონომიკურად მომგებიანი არ არის, პოლიტიკურად მოტივირებულია, რუსეთი მხოლოდ იზარალებს, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებით - იმისათვის, რომ უკრაინას გვერდი აუარონ - აშენებენ „ჩრდილოეთის ნაკადსა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს და „თურქეთის ნაკადს“. <...> მისმინეთ, ესეც მორიგი ბოდვაა“, - ხაზი გაუსვა მან.
მისი აზრით, ახალი გაზსადენის ამოქმედება შეამცირებდა დაძაბულობას ევროპის გაზის ბაზარზე, მაგრამ ამის გაკეთების საშუალებას ადმინისტრაციული ბარიერები არ იძლევა, მათ შორის, ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტი.
ამ პაკეტის თანახმად, მილი უნდა ივსებოდეს ასევე ალტერნატიული მომწოდებლის მიერ ან მისი მონაკვეთი ევროკავშირის ტერიტორიაზე გარეშე ორგანიზაციას უნდა ეკუთვნოდეს. ივნისში მაგისტრალის მშენებელმა კომპანიამ Nord Stream 2 AG-მ შეიტანა განაცხადი გერმანიის ფედერაციულ სააგენტო BNA-ში, რათა მიეღო სერტიფიკატი, როგორც დამოუკიდებელ ოპერატორს. როგორც პუტინმა აღნიშნა, გერმანელ მარეგულირებელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ამ საკითხზე.

რესურსების მარაგი და მათი მოპოვება

2035 წლისთვის რუსეთი წელიწადში თხევადი აირის წარმოების 140 მილიონ ტონამდე გაზრდას და მსოფლიო ბაზრის 20%-ის დაკავებას გეგმავს. ნავთობის, გაზის და ქიმიური მრეწველობის პროდუქციის გლობალურ მიწოდებაში წილის ამჟამინდელი 1%-დან 7%-მდე გაზრდა იგეგმება.
 „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის ობიექტები - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
ლავროვი: უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თემის ისტერიკის დონეზე გაყვანას ცდილობს
„ექსპერტების პროგნოზებით, 25 წლის განმავლობაში ნახშირბადის წილი მსოფლიოს ენერგეტიკულ ბალანსში შეიძლება შემცირდეს ამჟამინდელი 80-85%-დან 60-65%-მდე. ამასთან, ნავთობისა და ნახშირის როლი შემცირდება.... ხოლო ბუნებრივი აირის, როგორც უფრო ეკოლოგიურად სუფთა, გარდამავალი სახის საწვავის როლი გაიზრდება, მათ შორის, საუბარია თხევადი აირის წარმოების განვითარებაზე“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
მისი სიტყვებით, რუსეთში ენერგორესურსების უსაზღვრო მარაგია.
„მხოლოდ „გაზპრომი“ – ესაა 500 მილიარდ კუბურ მეტრ აირზე მეტი. მოპოვება იზრდება. და მომავალშიც გაიზრდება, რადგან მხოლოდ „გაზპრომის“ მარაგი – 35 ტრილიონ კუბურ მეტრ აირს აღემატება“, - განმარტა პუტინმა.
ყველა ახალი ამბავი
0