დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 13 ოქტომბერი

CC BY 2.0 / Richard Mortel / Cinque Terre landscapeჩინკვე-ტერე, იტალია
ჩინკვე-ტერე, იტალია - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის13 ოქტომბერია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დილით რუტინული საქმეები გამაღიზიანებელი იქნება, ყველაფრის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ვიქნებით. შუადღე ურთიერთობებისთვის ძალზე ხელსაყრელი დროა, მაგრამ მოერიდეთ ზედმეტ ტრაბახს. საღამო მეგობრული და რომანტიკული შეხვედრებისთვის შესაფერისი დროა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 12 ოქტომბერი>>
ხელსაყრელი დღეა დიპლომატიური მოლაპარაკებების, საქმიანი შეხვედრების, პაემნების, სეირნობის, მგზავრობის, შოპინგისთვის, არახელსაყრელია კონფლიქტების, სპორტის, ფიზიკური დატვირთვისთვის.
ვერძი: ოჯახის წევრებთან ოქროს შუალედის მოძებნა გაგიჭირდებათ. განსაკუთრებით რთული იქნება უფროსებთან ურთიერთობა ჩხუბისა და კამათის გარეშე. სამსახურში არ ღირს პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა. აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა კოლეგებს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. უნდა გააკონტროლოთ ემოციური მდგომარეობა, თავი აარიდოთ კონფლიქტებს. საყვარელ ადამიანთან თქვენი სიჯიუტის გამო დაძაბული მომენტებია შესაძლებელი.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
კურო: ოჯახში პრობლემები ძირითადად მოსალოდნელია არ არის, თუმცა მცირე ალბათობაა იმისა, რომ მოზარდი თაობის აღზრდის საკითხები წამოიჭრას. სამუშაოზე ირგვლივ მყოფები ნდობას გამოგიცხადებენ. თავს ლიდერად იგრძნობთ, მოგეძალებათ ენერგია და დადებითი ემოციები. ეს ყველანაირ წამალზე უკეთესად იმოქმედებს. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთა ერთად სასიამოვნოდ გაატაროთ, მათ შორის, ბუნებაში.
ტყუპი: ოჯახის წევრებთან გარკვეული დაძაბულობაა მოსალოდნელი. ერთადერთი გზა გაქვთ - უნდა მოითმინოთ და ნებისმიერ სიტუაციაში დადებითი მომენტები ეძებოთ. არახელსაყრელი დღეა სერიოზული მოლაპარაკებებისთვის, გააკეთეთ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები. თუ გაქვთ საშუალება, აუცილებლად კარგად დაისვენეთ, თანაც აქტიურად. გაძლიერდება მგრძნობიარე ეროტიკული აურა და მოგეცემათ საყვარელი ადამიანისგან იმავეს მიღების შანსი.
კირჩხიბი: ეს დღე, შესაძლოა, ყველაზე ბედნიერი იყოს ამ კვირაში და საერთოდ, ბოლო თვეში. დიდია ალბათობა, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. თუ გყავთ პარტნიორი, დაიტოვეთ უკან დასახევი გზა, რადგან, დიდი ალბათობით, ეს ურთიერთობები დიდხანს არ გასტანს. რეკომენდებულია გრძნობების სტაბილურობა, ამიტომ ნუ გაცვლით ხანგრძლივ ოჯახურ ცხოვრებას წამიერ გატაცებაზე. სამსახურის პრობლემებს, სჯობს, სხვებთან თანამშრომლობით გაუმკლავდეთ.
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
ლომი: თუ დღეს კონფლიქტში ჩაებით, იცოდეთ, რომ ეს მალე არ დამთავრდება. ამიტომ არ დაივიწყოთ თავაზიანობა ოჯახის წევრების და განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის მიმართ. კარგი დღეა ოჯახისთვის ძვირადღირებული ნივთების შესაძენად. სიყვარულში შეიძლება არცთუ ხელსაყრელი მომენტი დადგეს და აღმოაჩინოთ, რომ მეტოქე გყავთ და ვირაც გეცილებათ საყვარელ ადამიანში. სამსახურში მნიშვნელოვან ფინანსურ დოკუმენტზე ხელმოწერამდე კარგად დაფიქრდით და ყველა დეტალი გაითვალისწინეთ.
ქალწული: ზედმეტად დაღლილი და გაღიზიანებული ხართ, ამიტომ ოჯახურმა ურთიერთობებმა შეიძლება დიდი სიხარული არ მოგანიჭოთ, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. თავი ხელში აიყვანეთ და ემოციებს არ აჰყვეთ, ხოლო თუ ხვდებით, რომ თავს ვერ ერევით, განმარტოვდით. სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობებში პრობლემა არ იქნება, თუ მზრუნველი და ალერსიანი იქნებით. სამსახურში რუტინული და უინტერესო საქმეები გელოდებათ, მაგრამ თუ ფინანსური სტაბილურობა გინდათ, მაშინ მოითმინეთ.
სასწორი: სახლის ინტერიერის შეცვლა თუ გინდათ, თქვენს ინტუიციასა და ფანტაზიას ენდეთ, ასევე გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების მოსაზრებები. სასიყვარულო სფეროში თქვენი შესანიშნავი გეგმები შეიძლება ჩაიშალოს, მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს. თქვენი საქმეების ფინანსური წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდ ძალისხმევას გამოიჩენთ და შინაგან ხმას მოუსმენთ. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მდგომარეობას.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მორიელი: რაც არ უნდა წამოიწყოთ სახლში, ოჯახის წევრები სიამოვნებით დაგეხმარებიან. თუ რჩევა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან. თქვენს კარიერაში სასიხარულო წინსვლაა მოსალოდნელი. მოქმედება მასშტაბურად და შემოქმედებითი მუხტით უნდა დაიწყოთ და წარმატება აუცილებლად მოვა. მარტოხელებს დიდი შანსი აქვთ: შეიძლება დღეს სრულიად მოულოდნელად თქვენს სიყვარულს შეხვდეთ.
მშვილდოსანი: ოჯახურ პრობლემებს ცხელ გულზე ნუ გადაჭრით. ცუდ განწყობაზე შეიძლება ყველა იყოს. განიხილეთ პრობლემური საკითხები წყნარად, გადაწყვეტილებები ერთად, შეთანხმებულად მიიღეთ. სამუშაოზე სანამ რამეს გადაწყვეტთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ - მცირეოდენ შეუძლოდ ყოფნა შეიძლება გაგირთულდეთ. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებს უფრთხილდებით, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ამ კავშირმა აქტუალობა არ დაკარგოს არც თქვენთვის და არც პარტნიორისთვის.
თხის რქა: შესანიშნავი ურთიერთობები გექნებათ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. შეგიძლიათ პიკნიკი მოაწყოთ ბუნებაში. სამსახურში ეცადეთ, გამოიყენოთ არა მხოლოდ ცოდნა და უნარები, არამედ ახალი ტექნოლოგიები და ინფორმაციები. ჯანმრთელობას ყურადღება სჭირდება - ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მიიღოთ ზომები. საყვარელ ადამიანთან რომანტიკული პაემანი გამოასწორებს თქვენს განწყობას. მიიღებთ ძალასა და ენერგიას იმისთვის, რომ ნაყოფიერად იმუშაოთ შემდგომში.
თაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2018
ინდური ჰოროსკოპი – დაინახეთ საკუთარი თავი განსხვავებული რაკურსით
მერწყული: ახლობლებთან უყურადღებო დამოკიდებულებამ შესაძლოა თქვენ შორის გაუცხოებისა და გაუგებრობის კედელი აღმართოს. ამ კედლის დანგრევა ადვილი არ იქნება, ამიტომ მოუსმინეთ მათ და განსაკუთრებით, თუ გყავთ, მეორე ნახევარს. პროფესიულ საქმიანობაში გამოცდა გელოდებათ. თუ გაუმკლავდებით, სამსახურებრივ ან ფინანსურ წახალისებას ელოდეთ. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, ახლა ფორმაში უნდა იყოთ. პარტნიორთან ურთიერთობებში რაღაც სიახლეა მოსალოდნელი და როგორი იქნება ეს სიახლე, ეს მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული.
თევზები: სახლში მოდუნებას ვერ მოახერხებთ. დაიწყებთ საოჯახო პრობლემების გადაჭრას. თავი იმით დაიმშვიდეთ, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება და ოჯახის გარემოცვაში დასვენებას შეძლებთ. სამსახურში არ ღირს ახალი საქმეების გაკეთება. ყურადღება ძველ საქმეებზე გაამახვილეთ. ასე ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან. დღე თქვენს ცხოვრებაში მეტ რომანტიკას მოიტანს. შესაძლოა, გრძნობების ღიად გამოხატვის სურვილი გაგიჩნდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0