„ერთი შვილი ვიპოვე პარიზში, ახლა მეორეს ვეძებ ამერიკაში“ – დათო ევგენიძის უცნობი ისტორია

© courtesy of Dato Evgenidzeდათო ევგენიძე
დათო ევგენიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
ირკვევა, რომ ცნობილ კომპოზიტორს შვილი ჰყავს ამერიკაში, რომელმაც მისი არსებობის შესახებ არც იცის.
კომპოზიტორი, პიანისტი დავით ევგენიძე აცხადებს, რომ ჰყავს შვილი, რომელმაც მისი არსებობის შესახებ არ იცის. ამის შესახებ მუსიკოსმა გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ისაუბრა. ევგენიძე იხსენებს, რომ ბავშვის დედა მალე გათხოვდა და შვილს ქალის ქმარი ჰგონია მამა, მას კი არ აქვს უფლება, რომ ეს გააგებინოს.

„ისიც ამერიკაში ცხოვრობს. 18 წლის ვიყავი. პირველ კურსს ვამთავრებდი მოსკოვის კონსერვატორიაში და სტაჟირებაზე ექვსი თვით ჩამოდიოდნენ უცხოეთიდან. ჩემზე უფროსი იყო, 25 წლის, დიდი ქალი მეგონა. ის ექვსი თვე ვიყავით ერთად. იუგოსლავიელია. შემდეგ წელს კიდევ ერთი იუგოსლავიელი გოგონა ჩამოვიდა და მითხრა, ვესნა სტეფანოვიჩმა ქართველი კომპოზიტორისგან შვილი გააჩინა. გავგიჟდი. დავუკავშირდი და მითხრა, გავთხოვდი და ეს ბავშვი გაიზრდება როგორც ჩემი ქმრის შვილიო, ბავშვმა რატომ უნდა მიიღოს ტრავმა, საბჭოთა კავშირში ცხოვრობ და ვერ ჩამოხვალო“, – იხსენებს ევგენიძე.

მისი თქმით, მეორე შვილიც ასე გაჩნდა პარიზში. იმ ქალმაც უთხრა, რომ უნდა დაემალა თავისი შვილისთვის, ვინ იყო ნამდვილი მამა.

„პარიზში ჩავდიოდი ტურისტულად მის სანახავად, შანზ ელიზეზე ვუკრავდი, როდესაც უცებ მოვიდა და მითხრა, ვიცი, რომ ჩემი მამა ხარო. ვერ მოვითმინე და დავუდასტურე. ვიცოდიო და ჩამეხუტა. ამის მერე დავიწყე მეორე შვილის ძებნა. „ფეისბუქზეც“ არ არის. მგონი, დრაგანი ჰქვია. შვილია და როგორ ფიქრობთ, რომ არ ვეძებო... ახლაც ვეძებ“, – ამბობს ევგენიძე.

დათო ევგენიძე 1958 წელს თბილისში დაიბადა. აქამდე ცნობილი იყო, რომ ის ოთხი შვი­ლის მა­მა იყო. პირველი - ან­ჟე­ლი­კა სწორედ ის გოგონაა, რომელიც მას ფრან­გი ქალ­ბა­ტო­ნის­გან ჰყავს. ან­ჟე­ლი­კა საფ­რან­გეთ­შია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და ოთხი შვი­ლი ჰყავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კო­სი და­ქორ­წინ­და ნინა კა­ლან­და­ძე­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი კი­ნოს ულა­მა­ზე­სი სა­ხის - კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. ნი­ნამ და­თოს ორი შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა - ლუკა, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, და ლიკა. ამჟამად მუსიკოსი ნინო ჟვანიაზეა დაქორწინებული, რომელმაც ნიკოლოზი გაუჩინა.
დავით ევგენიძის კონცერტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2020
ყვითელი ამბები
„დაკვრის დროს ვიგრძენი, რომ დედა აღარ არის...“ - დავით ევგენიძის ემოციური ისტორია
მუსიკოსი ამჟამად ნინოსა და ნიკოლოზთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ ოთხივე შვილთან და შვილიშვილებთან აქტიური ურთიერთობა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0