„ფილერი თუ პლასტიკური ოპერაცია?“ – ინტერნეტ-სივრცეში ტომ კრუზის გარეგნობას განიხილავენ

© Facebook / Tom Cruiseტომ კრუზი
ტომ კრუზი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
ბოლო პერიოდში ესთეტიკურ მედიცინას სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს, ბუნებრივია, ამ საკითხში პიონერები ვარსკვლავები არიან, რომლებსაც უზადო გარეგნობის შენარჩუნება და დაბერების პროცესის შეჩერება სურთ.
სხვადასხვა ინექციურ კოსმეტოლოგიას უკვე არა მარტო ქალბატონები, არამედ მამაკაცებიც მიმართავენ. რატომაც არა?! თუმცა, აქ ერთი პრობლემაა – მამაკაცებს ცვლილება გაცილებით მეტად ეტყობათ.
ახლახან ინტერნეტ-სივრცეში 59 წლის ტომ კრუზის ფოტოები გავრცელდა. ის სპორტულ მატჩზე იმყოფებოდა და პრაქტიკულად სრულიად იყო შეცვლილი. მას სახე გადაჭიმული და მცირედ შეშუპებულიც ჰქონდა.
ყველა ახალი ამბავი
0