https://sputnik-georgia.com/20211012/gvanca-daraselia-lile-260475902.html
„ცომს არ ვჭამ, ასუქებს...“ – გვანცა დარასელიას უსაყვარლესი გოგონა დიეტობს – სახალისო ვიდეო
„ცომს არ ვჭამ, ასუქებს...“ – გვანცა დარასელიას უსაყვარლესი გოგონა დიეტობს – სახალისო ვიდეო
Sputnik საქართველო
ცნობილმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში შვილის მორიგი სახალისო ფოტოები გამოაქვეყნა. ნახეთ ამჯერად რა გადაწყვიტა ლილემ. 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T17:02+0400
2021-10-12T17:02+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24642/73/246427362_0:100:1000:663_1920x0_80_0_0_bbabea499658c76c23f9303e5a6bc065.jpg
ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ორი უსაყვარლესი შვილი ჰყავს – უფროსი ერეკლე და უმცროსი ლილე, რომელიც გვანცამ ქვეყანას მეუღლის, ვახო მჭედლიძის დაბადების დღეზე მოუვლინა. ჟურნალისტი დიდ დროს უთმობს შვილებთან ურთიერთობას და სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებს მათ ფოტოებსა თუ ვიდეოებს.ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო განათავსა, საიდანაც ირკვევა, რომ ლილემ „ალადიკებზე“ უარი იმის გამო თქვა, რომ ცომი ასუქებს, ის კი ვარჯიშობს და მისთვის გასუქება არ შეიძლება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლილე ტანვარჯიშზე ქეთი ხატიაშვილის აკადემიაში დადის.გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა. მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძე იყო. წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, სადაც გვანცამ იმღერა.უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აქვს და პატარა და-ძმასაც მშობლები სწორედ ამას ასწავლიან. გვანცას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა. პატარა ლილეს მოდური ჩაცმულობაც ძალიან უყვარს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24642/73/246427362_0:7:1000:757_1920x0_80_0_0_db2215635d6abcaf3a3ec49375798f3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ქართველი ცნობადი სახეები
„ცომს არ ვჭამ, ასუქებს...“ – გვანცა დარასელიას უსაყვარლესი გოგონა დიეტობს – სახალისო ვიდეო
17:02 12.10.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) ცნობილმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში შვილის მორიგი სახალისო ფოტოები გამოაქვეყნა. ნახეთ ამჯერად რა გადაწყვიტა ლილემ.
ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ორი უსაყვარლესი შვილი ჰყავს – უფროსი ერეკლე და უმცროსი ლილე, რომელიც გვანცამ ქვეყანას მეუღლის, ვახო მჭედლიძის დაბადების დღეზე მოუვლინა. ჟურნალისტი დიდ დროს უთმობს შვილებთან ურთიერთობას და სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებს მათ ფოტოებსა თუ ვიდეოებს.
ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო განათავსა, საიდანაც ირკვევა, რომ ლილემ „ალადიკებზე“ უარი იმის გამო თქვა, რომ ცომი ასუქებს, ის კი ვარჯიშობს და მისთვის გასუქება არ შეიძლება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლილე ტანვარჯიშზე ქეთი ხატიაშვილის აკადემიაში დადის.
გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა. მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძე იყო. წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, სადაც გვანცამ იმღერა.
უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აქვს და პატარა და-ძმასაც მშობლები სწორედ ამას ასწავლიან. გვანცას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა. პატარა ლილეს მოდური ჩაცმულობაც ძალიან უყვარს.