ტრაგედია ბათუმში: შეძლებენ თუ არა ადამიანები დაბრუნებას სახლის დარჩენილ ნაწილში

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია ბათუმში ჩამონგრეული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე
პოლიცია ბათუმში ჩამონგრეული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
სახლის ჩამონგრევის შემდეგ დააკავეს სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები ალტერნატიულ ფართში იქამდე დარჩებიან, სანამ ექსპერტიზით კორპუსის დარჩენილი ნაწილის უსაფრთხოება არ დადგინდება, განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია ერთი მამაკაცი.
„სანამ არ დაიდება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით, ეს ადამიანები დარჩებიან უსაფრთხო ფართში, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის მერე ვიმსჯელებთ რა მოხდება“, - განაცხადა სურმანიძემ.
სურმანიძის მტკიცებით, ბათუმის მერიაში ბინაში კედლის ნგრევის სამუშაოებზე განაცხადი არ შესულა, შესაბამისად, რეაგირებაც ვერ იქნებოდა.
ტრაგედია ბათუმში. კაცი, რომელმაც ტრაგედიის შედეგად მეუღლე, 2 შვილი და ძმა დაკარგა - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები: სახლის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
„სარემონტო სამუშაოებს არ ესაჭიროება ნებართვა მერიიდან. იმის თაობაზე, რომ რაიმე სხვა ტიპის სამუშაოები - კედლების ნგრევა და ა.შ. მიმდინარეობს, არც სატელეფონო, არც წერილობითი შეტყობინება არც მერიაში, არც მუნიციპალურ ინსპექციაში არ შემოსულა, აქედან გამომდინარე, არ ყოფილა არანაირი რეაგირება", - განაცხადა სურმანიძემ.
კორპუსის ის ნაწილი, რომელიც ნგრევას გადაურჩა, კვლავ დალუქულია.
მომხდარზე სამი ადამიანია დაკავებული. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა და ადამიანების სიცოცხლის მოსპობა.
დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0