„ენერგიულ პროტესტს ვაცხადებ“: პატრიარქ ლეონიდეს წერილი საქართველოს მენშევიკურ მთავრობას

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიწითელი არმია ტფილისში - 1921 წელი
წითელი არმია ტფილისში - 1921 წელი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
1917 წლების თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციების შემდეგ რუსეთის იმპერია დაიშალა და საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოყალიბდა. მაგრამ ამ დამოუკიდებლობამ სამ წელსაც ვერ გასტანა და საქართველო ბოლშევიკური აგრესიის მსხვერპლი გახდა.
ჩვენი დამოუკიდებლობის ასეთი კატასტროფული დასასრული მრავალმა საგარეო თუ საშინაო ფაქტორმა განაპირობა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ის იყო, რომ ახალდშექმნილ რესპუბლიკას სათავეში ჩაუდგა ის ხალხი, ვინც შინაგანად მტრობდა საკუთარ ქვეყანას.
მენშევიკები თავიდანვე წუხილით შეხვდნენ რუსეთის იმპერიის დაშლას და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. უბრალოდ, ისეთი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, რომ მათ სხვა გზა აღარ ჰქონდათ დარჩენილი, გარდა იმისა, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციია მიეღოთ. ამაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთ ლიდერ კაკი წერეთელს, რომელმაც ზოგადად ქართველ მენშევიკთა განწყობა გამოხატა: რას შვრებით, ამხანაგებო, თქვენ ხომ ამით ღუპავთ მსოფლიო პროლეტარულ რევოლუციასო?! ამის შემდეგ დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობის სასახლის თავზე კიდევ დიდხანს ფრიალებდა წითელი დროშა — რევოლუციის სიმბოლო და არა თავისუფალი ქვეყნისა.
ძველი ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2018
როგორ გაუთავისუფლა ქართველმა მენშევიკმა გენერალმა ბოლშევიკებს ბათუმი თურქებისგან
გამოცხადდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხელში ჩაიგდო მთელი ძალაუფლება. სამწუხაროდ, მენშევიკებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, რამაც დააჩქარა მათი მმართველობის კატასტროფული დასასრული, რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვით დასრულდა.

ჩინოვნიკთა არაპროფესიონალიზმი

საქართველოს იმ დროს საკმაოდ მრავალრიცხოვანი და საზღვარგარეთ განათლებამიღებული ინტელიგენციაჰყავდა, მაგრამ ისინი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წვერები არ იყვნენ და მათი გამოყენება არავის უფიქრია. ნაცვლად გამოცდილი მოხელეებისა, ქვეყანა გამოუცდელ და არაპროფესიონალ ჩინოვნიკებს ჩაუვარდათ ხელში. მაგალითად, მთავარსარდლის პოსტი ექიმ-გინეკოლოგს ეკავა, დედაქალაქის გენერალ-გუბერნატორად სოფლის აგრონომი, ერთ-ერთ მინისტრად კი დურგალი დაინიშნა. სახელმწიფოს მართვისადმი ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულობა ნეგატიურად აისახა ახლადფეხადგმული ქვეყნის განვითარებაზე.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა

საკუთარი ქვეყნის ისტორიის მცოდნე გონიერი მთავრობა ეკლესიის ავტორიტეტით ისარგებლებდა სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად და ყოველ ღონეს იხმარდა ეკლესიის გასაძლიერებლად. მით უმეტეს, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ახალი დაბრუნებული ჰქონდა ავტოკეფალია და მას ნამდვილად ესაჭიროებოდა სახელმწიფოს დახმარება. ასეთ დროს ათეისტმა მენშევიკებმა, ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ყველაფერი გააკეთეს ქართული ეკლესიის დასამცრობად და დასაკნინებლად. ჯერ იყო და, წმინდა გიორგი არ გამოსახეს რესპუბლიკის ემბლემაზე (აქოდა, კლერიკალიზმის უკან დაბრუნება არ დაგვაბრალონო) და სიწმინდის აღმნიშვნელი ყველა სიმბოლოც ჩამოაშორეს.
ნოე ჟორდანია და ნოე რამიშვილი (მარცხნიდან მესამე) საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2020
ქართველისავე ხელით: რატომ მოკლეს ნოე რამიშვილი
ეს ეკლესიასთან და სიწმინდეებთან ბრძოლის მხოლოდ დასაწყისი გახლდათ. 1918 წლის 26 ნოემბერს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ყველა ტიპისა და საფეხურის სახაზინო და კერძო სკოლაში გაუქმდა რელიგიის სწავლება, საღვთო სჯულის მასწავლებლები სკოლებიდან დაითხოვეს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახურული სასულიერო სასწავლებლის ქონება-შენობები სახალხო განათლების სამინისტროს გადაეცა. უკმაყოფილო სასულიერო პირებს დასცინოდნენ, წადით და სასამართლოში დაამტკიცეთ, რომ ქონება თქვენიაო.
მთავრობამ ეკლესიებს სპეციალური დეკრეტით ჩამოართვა მიწები, ვენახები, სათიბები, ტყეები, წისქვილები და შემოსავლის წყარო მოუსპო. ეკლესია-მონასტრების საცავებიდან მილიციის ძალით გამოზიდეს ისტორიული მნიშვნელობის ნივთები და რელიგიური სიწმინდეები.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ წერილით მიმართა ჟორდანიას და ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობაში სამართლიანობის დაცვა მოსთხოვა. ამ წერილმა შედეგი არ გამოიღო. ასევე უშედეგოდ დასრულდა საქართველოს კათალიკოსის შეხვედრა ქვეყნის მმართველთან. სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელი დიდხანს უხსნიდა მთავრობის მეთაურს მისი პოლიტიკის არამართებულობას. ჟორდანიას საპასუხო არგუმენტები რომ გამოელია, უხეშად მიმართა პატრიარქს: დატოვეთ ჩემი კაბინეტიო. პატრიარქი ლეონიდე წუხდა, რომ ქვეყანას სწორედ ის ჯგუფი დაეპატრონა, „რომელნიც პრინციპულად უარყოფდნენ სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას და გაიძახოდნენ, სამშობლო იქ არის, სადაც კუჭს გავიძღებთო“.
სამხედრო პატივი - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2020
პირველი ქართველი ქალი-გენერალი: ამბავი თამილა აყიშვილისა
გარდა ამისა, მენშევიკურმა მთავრობამ მიიღო კანონი რელიგიის შესახებ და ამ კანონით ქართული მართლამდიდებლური ეკლესია გაუთანაბრა საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიასა და სექტას. ხოლო 1918 წლის 3 დეკემბერს, „სამოქალაქო მეტრიკაციის კანონის შემოღებით“, ეკლესიას ნათლობის, ჯვრისწერისა და წესის აგების უფლება აეკრძალა, სანამ შესაბამის ნებართვას არ აიღებდნენ რომელიმე მილიციონერის ან კომისრის მიერ გაცემული „სარეგისტრაციო მოწმობის“ სახით.
ასეთი პოლიტიკა მიზანმიმართულად ხორციელდებოდა ეკლესიის, როგორც „ფეოდალიზმის გადმონაშთის“ ავტორიტეტის საბოლოოდ დასამცრობლად და გასანადგურებლად. „უღმერთო ხელისუფალნი“ ამას „სინდისის თავისუფლების“ საჭიროებით ამართლებდნენ, რაზეც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე წერდა კიდეც:

„იქნებ ამ პარტიის სახელმწიფო პოლიტიკა აშენება-გაბედნიერებას გვიქადის? პირიქით, ის დამღუპველია რესპუბლიკისათვის. ეკლესიის დამცირება, სარწმუნოების შებღალვა, რასაც ხელს უწყობს ახალი პოლიტიკა, მხოლოდ შეარყევს საზოგადოებრიობის ფუძეს და „სინდისის თავისუფლების“ მაგიერ დაამყარებს ჩვენში „სინდისისგან თავისუფლებას... რომელ სინდისის თავისუფლებაზეა საუბარი იქ, სადაც ეკლესიიდან გამოაქვთ სათაყვანო სიწმინდენი, სადაც მორწმუნეს ნებას არ აძლევენ, დღესასწაული გაატაროს თანახმად რჯულის მოთხოვნებისა და ეს რჯული სკოლაში შეასწავლოს, სადაც მას აიძულებენ, ჯერ მილიციონერთან მოინათლოს და დაქორწინდეს, მერე კი, თუ ის ნებას მისცემს, ეკლესიაში? საეკლესიო საზოგადოებას უხდება ამა თუ იმ გაბატონებული პარტიის წინაშე ქედი მოიხაროს, წინაააღმდეგ შემთხვევაში მას გამოაცხადებენ „სახელმწიფოს მავნედ“ და დახურავენ... მე ვგმობ ეკლესიის სახელით ამ პოლიტიკას. ენერგიულ პროტესტს ვაცხადებ აღნიშნული ძალადობის გამო...“

აგრარული რეფორმა

ყველაზე მტკივნეული მაინც ეგრეთ წოდებული აგრარული რეფორმა გამოდგა. ჟორდანიას მთავრობამ თავადაზნაურობას — დიდსა თუ მცირეს, ყველას ჩამოართვა მიწები. ამ პროცესს იძულებითი ხასიათი ჰქონდა და, ბუნებრივია, სისხლიც ბევრი დაიღვარა. ახალი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ურჩებს სასტიკად უსწორდებოდნენ. რევოლუციურად განწყობილი ბრბო ქართველ თავად-აზნაურთა ოჯახებს ესხმოდა თავს, დაუნდობლად ძარცვავდა და ჟლეტდა, ხოლო მიცვალებულთა დასაფლავები ნებას კი არავის აძლევდნენ.
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2020
პარადოქსული ომი საქართველო-სომხეთს შორის: თუ ქართველების წინააღმდეგ იბრძოლებთ, შეგაჩვენებთ
ჟორდანიას „აგრარულ რეფორმებს“ დიდი აჯანყებები მოჰყვა, განსაკუთრებით მაშსტაბური იყო სამხრეთ საქართველოში დაწყებული ამბოხი, რომელსაც ქობლიანელი პრინცი სერვერ ბეგ ათაბაგი ხელმძღვანელობდა. სერვერ ბეგი თავიდან არც საქართველოს მტერი და არც ოსმალეთის მოტრფიალე არ ყოფილა, მაგრამ სოციალურმა რეფორმებმა, ნებსით თუ უნებლიეთ, დაუძინებელ მტრად და სეპარატისტად გვიქცია.
მესხეთისა და ჯავახეთის, ასევე ტაო-კლარჯეთის მუსლიმანური მოსახლეობაც ლოიალობას იჩენდა რუსეთის ხელისუფლების მიმართ. მართალია, ისინი სარწმუნოებით მუსლიმანები გახლდნენ, მაგრამ მათ უმრავლესობას ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ ქართველობა და შესაბამისად კეთილად იყვნენ განწყობილი ახალი ხელისუფლებისადმი მანამ, სანამ მენშევიკები „აგრარულ რეფორმას“ წამოიწყებდნენ.
თავის მხრივ, თავად „მიწის რეფორმა“ ურიგო ნამდვილად არ გახლდათ, მაგრამ ის განხორციელდა გაუაზრებლად და ადგილობრივი სპეციფიკის გაუთვალისწინებლად. მესხეთსა და ტაო-კლარჯეთში გავლენიანი პირები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა ენდობოდა და მიჰყვებოდა, იყვნენ მსხვილი მემამულეები, რომლებიც უზარმაზარ საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებს ფლობდნენ. ისინი დაუმოუკიდებელი საქართველოს შექმნასა და მის სათავეში ჟორდანიას ხელისუფლების მოსვლას ლოიალურად შეხვდნენ. მაგრამ როდესაც რეფორმის საბაბით მიწების ჩამორთმევის საფრთხე დამუქრათ, იარღს მოჰკიდეს ხელი და აჯანყება წამოიწყეს, რომელსაც დიდი მემამულე სერვერ ბეგი ჩაუდგა სათავეში.
ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2020
ამბავი საქართველოში მოტყუებით დატოვებული სიმდიდრისა: მილიონერების შურისძიება?
აი, რას წერს გენერალი შალვა მაღლაკელიძე, რომელიც იმ დროს ქართული ჯარის ერთ-ერთი სარდალი გახლდათ:
„საქართველოს მთავრობას რომ სათანადო და წესიერი პოლიტიკა ეწარმოებინა ამ მხარეში, ჩვენ ავსცდებოდით დიდ აჯანყებას, რომელიც სერვერ-ბეგ ათაბაგის ხელმძღვანელობით მოხდა. სერვერ ათაბაგი ქვაბლიანელი იყო, იყო მთელს სამცხე საათაბაგოში დიდად ცნობილი და გავლენიანი ფეიზულ-ბეგის შვილი... სერვერი მესხეთში ოსმალთა აგენტურის მუშაობას არ თანაუგრძნობდა. პირადად ჩემთან იყო მჭიდრო მეგობრულ დამოკიდებულებაში, და თუ საქართველოს დამოუკიდებლობის დროს იგი მას გადაუდგა და სხვა გზა აირჩია, ჩვენს მთავრობას აჯანყებაც მოუწყო, ახალციხე დაიკავა, ეს იყო გამოწვეული არა ოსმალეთისადმი სიყვარულით ან ოსმალური ორიენტაციით, არამედ იმ ყოვლად მიუღებელი აგრარული რეფორმის მიზეზით, რომლის ძალით სერვერ ათაბაგი, დიდი მიწათმფლობელი, უნდა გაღატაკებულიყო. ამ ნიადაგზე მას შეუერთდნენ დანარჩენი ბეგებიც.. მართალია, ეს აჯანყება დამარცხდა და სერვერ ათაბაგიც გაიხიზნა. მაგრამ საქართველოს შეეძლო ამ ჭკვიანი, განათლებული და მარჯვე კაცის შემწეობით, დანარჩენი გავლენიანი ქართველი მაჰმადიანები თავის მხარეზე გადმოეყვანა, საქართველოსათვის შემოემტკიცებინა და თავიდან აგვეცილებინა ის დიდი გართულებაც, რომელიც სამწუხაროდ, სერვერ ათაბაგის ავანტიურას თან მოჰყვა“.
მართალია აჯანყება დამარცხდა და სეპარატისტული ე.წ. „ყარსის რესპუბლიკაც“ დაემხო, მაგრამ თურქეთმა კარგად ისარგებლა ამ ამბოხებით და საქართველოს ტაო-კლარჯეთი წაართვა.
მატარებლის ლიანდაგი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2018
იუნკრის წერილი: სულ მესიზმრება, თითქოს საქართველოში მიმავალ მატარებელზე მაგვიანდება…

ჯარის ეროვნული გვარდიით ჩანაცვლება

იმ დროს საქართველოს ბრწყინვალე და გამოცდილი გენერალიტეტი ჰყავდა, რომელმაც დიდად ისახელა თავი პირველ მსოფლიო ომში. იმ ომში დაახლოებით 100-120 ათასამდე ქართველი მეომარი ღებულობდა მონაწილეობას. ასეთი დიდი რეკრუტის მქონე ქვეყნის ხელისუფლებამ უარი თქვა მათზე და აქცენტი პარტიულ ეროვნულ გვარდიაზე გააკეთა, რომელიც პროფესიონალიზმითა და ბრძოლისუნარიანობით რეგულარულ ჯარს ბევრად ჩამორჩებოდა.
ეს კარგად გამოჩნდა ბოლშევიკური აგრესიის დროს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებისაგან დაკომპლექტებულმა ეროვნულმა გვარდიამ ვერ შეძლო ქვეყნის დაცვა და მტერთან საბრძოლველად გამოუცდელი, უწვერული იუნკრები (სამხედრო კურსანტები) გამოიყვანა და ომის მთელი სიმძიმე მათზე გადავიდა. შედეგიც სავალალო მივიღეთ: იუნკრებმა თავი არ დაზოგეს, მაგრამ მათზე ბევრად აღმატებული ძალა მაინც ვერ შეაჩერეს...
ყველა ახალი ამბავი
0