ღარიბაშვილი ბათუმშია: პრემიერი ადგილზე ეცნობა ვითარებას

© courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა.
შინაგან საქმეთა მინისტრთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ის უკვე ეცნობა ვითარებას.
პრემიერ-მინისტრს მედიასაშუალებებთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
„10-15 ადამიანია მოყოლილი, ორთან პოლიცია სატელეფონო კონტაქტზეა“ – ვახტანგ გომელაური
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დღეს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო. ტრაგედიის რეალურ მიზეზს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.
ცოტა ხნის წინ მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომლის თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0