მამას სტრესი აქვს: ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის ოჯახის ახლობელი პირველ კომენტარს აკეთებს

© photo: Sputnik / Stringerტრაგედია ბათუმში
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
ოჯახის ახლობლის თქმით, მაშველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაახლოებით 40 წუთი დასჭირდათ იმისთვის, რომ ნანგრევებში მოყოლილი მამა-შვილი მანქანიდან ამოეყვანათ.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. გადარჩა, ღმერთს მადლობა, რომ პატარა ანგელოზი გვაჩუქა, განუცხადა „აჭარის ტელევიზიას“ ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან ამოყვანილი ბავშვის იოანე ქავთარაძის ნათესავმა.

„ბავშვს წვივთან აქვს დაზიანება. ბავშვი სტაბილურადაა, იღიმის. მადლობა ღმერთს, რომ მეორედ გვაჩუქა მისი თავი“, – თქვა ოჯახის ახლობელმა.

მისი თქმით, ოჯახს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ბავშვი შეეძინა, რომელიც ტრაგედიის დროს ექიმთან ჰყავდათ კონსულტაციაზე. სანამ დედა და ახალშობილი ექიმთან იყვნენ, მანამ ერთი წლისა და სამი თვის იოანე და მამამისი მანქანაში ისხდნენ, რა დროსაც ჩამოინგრა კიდეც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო. ბავშვის მამა ფიზიკურად არ დაშავებულა, თუმცა ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო.
კატატსროფა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
„სავარაუდოდ რვა“: ბათუმის მერიაში ნანგრევებში მოყოლილების რაოდენობა დათვალეს
ოჯახის ახლობლის თქმით, მაშველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაახლოებით 40 წუთი დასჭირდათ იმისთვის, რომ ნანგრევებში მოყოლილი მამა-შვილი მანქანიდან ამოეყვანათ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დღეს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო. ტრაგედიის რეალურ მიზეზს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 7-8 ადამიანია მოყოლილი.
ყველა ახალი ამბავი
0