ბოროტი ხუმრობა: სოციალური ქსელებით გავრცელებული პოსტი სიცრუე აღმოჩნდა

© photo: Sputnik / Stringerტრაგედია ბათუმში
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ოქტომბერი − Sputnik. სოციალური ქსელით ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გავრცელებული პოსტი, თითქოს ბათუმში ჩამონგრეული სახლის ნანგრევებში იმყოფებოდა და შველას ითხოვდა, ბოროტი ხუმრობა აღმოჩნდა, იუწყება „რუსთავი 2“.
მანამდე ერთ-ერთი მედიასაშუალების პიდაპირ ჩართვაზე იუზერმა გიუშა ჩაგალიძემ კომენტარის სახით დაწერა:

„დიდი ბეტონის ქვეშ ვარ მომწყვდეული, მიშველეთ, ააწევინეთ ის დიდი ბლოკი“.

აღნიშნული პოსტი, რომელიც ამ დროისათვის კომენტარებიდან უკვე წაშლილია, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ქვეყნის მოსახლეობა შეძრა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია სიცრუ იყო.
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
„დიდი ბეტონის ქვეშ ვარ მომწყვდეული“ – რას წერს ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მოქალაქე
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დღეს, რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო. ტრაგედიის რეალურ მიზეზებს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0