როგორია კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა: რიჟვაძის კომენტარი

© Facebook / Government of Ajaraთორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ჩემი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

„ჩემი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშველებმა უნდა შეძლონ ეფექტურად მუშაობა და მადლობა მათ ამისთვის... მოგვიანებით მოგახსენებთ დამატებით დეტალებს“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება ნგრევის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს, ამ ეტაპზე კი მთავარია, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებსა და ასევე ყველა იმ ოჯახს დაეხმარონ, რომლებიც საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან სულ ოთხი ადამიანია გამოყვანილი, მათგან ორი ბავშვია. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი ბავშვის ფოტო ტელეკომპანია „აჭარის ტელევიზიამ“ გაავრცელა. ფოტოზე ჩანს, რომ პატარას ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.
ლაშა ღლონტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
„მაპატიეთ, ყველას ვერ გპასუხობთ“: ჩამონგრეულ კორპუსში ლაშა ღლონტის დედა ცხოვრობდა
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დღეს, რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო. ტრაგედიის რეალურ მიზეზს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0