კიდევ ერთი გადარჩენილი: ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliსამაშველო სამუშაოები ბათუმში
სამაშველო სამუშაოები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
სამაშველო ოპერაცია ბათუმში დაახლოებით 11 საათია, მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში 10-ზე მეტი პირია მოყოლილი, მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც.
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 36 წლის მამაკაცი ამოიყვანეს.
მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური და აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე მძიმე ტექნიკა.
სამაშველო ოპერაცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
დავინახე, ზედა სართულები უკვე მოდიოდა – თვითმხილველი, რომელმაც გაქცევით უშველა თავს
მაშველებმა დაახლოებით ერთი საათის წინ ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც მძიმე დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მანამდე კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, ასევე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვია ამოყვანილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.
საავადმყოფოს პალატა. წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
„შემოიყვანეს გულის გაჩერებით“: როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა
ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს იწვევდა.
განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.
ამ დროისთვის სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მწრივში ჩადგნენ და ნამსხვრევებს ერთმანეთს ხელებით აწვდიან, ეხმარებიან მაშველებს იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.
ყველა ახალი ამბავი
0