https://sputnik-georgia.com/20211008/batumsi-camongreuli-saxlis-mcxovreblebs-daxmarebas-stavazoben-260368263.html
ბათუმში სახლის ჩამოშლის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობენ
ბათუმში სახლის ჩამოშლის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობენ
Sputnik საქართველო
ადამიანები დახმარებას შემთხვევის ადგილზეც ცდილობენ. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები ტერიტორიის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში მაშველებს ეხმარებიან. 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T17:47+0400
2021-10-08T17:47+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260365379_0:0:2833:1594_1920x0_80_0_0_5428f61d05119a15eb1c9fbbf3e873d4.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ფონდმა „იალქანმა“ და ბათუმის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარონ.ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის ცნობილი არ არის. ბათუმის მერიის წინასწარი მონაცემებით, ჩამონგრეულ ნაწილში იმ მომენტისთვის დაახლოებით რვა ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ კონტაქტზე მხოლოდ სამი გამოვიდა.მომხდართან დაკავშირებით ფონდ „იალქნის“ თანამშრომლებმა დახმარების შესახებ განაცხადეს. ფონდმა ქალაქში რამდენიმე შტაბი გახსნა დასახმარებლად.ფონდის შტაბები გახსნილია ჭავჭავაძის ქუჩაზე №32ა და №27-ში. იქ შესაძლებელია ცხელი საკვების მიღება, ფსიქოლოგისა და მედდების მხრიდან დახმარება. არის ტერიტორია, სადაც შეიძლება 10 ადამიანის მოთავსება, რეზერვშია ორი ბინა, სადაც შეიძლება დაშავებულების განთავსება, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.ასევე გამოცხადდა „ცხელი ხაზის“ ნომერი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დახმარების თხოვნა.აუცილებელი ნივთების შეგროვებისკენ მოუწოდებენ სოციალურ ქსელებშიც.„ხალხო, სადმე მოვაგროვოთ პირველადი ნივთები, ტანსაცმელი და საკვები ნანგრევებში გადარჩენილი მოქალაქეებისთვის“, – წერს Jeni Kvantaliani.„მეგობრებო, დღევანდელი ჩამონგრევით დაზარალებულს თუ იცნობთ, ვისაც დასჭირდება ღამის გასათენებელი, გთხოვთ, მომწეროთ. შევიფარებთ რამდენიმე ადამიანს. საკვები, ტანსაცმელი, პირველადი ნივთები, გთხოვთ, ან მომწერეთ, ან დაზარალებულს მიეცით საკონტაქტო“, – დაწერა მელანო მახარაძემ.ადამიანები დახმარებას ცდილობენ შემთხვევის ადგილზეც. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მწრივში ჩადგნენ და ნამტვრევებს ერთმანეთს ხელით აწვდიან, მაშველებს ეხმარებიან იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.
https://sputnik-georgia.com/20211008/batumshi-kaci-meugles-da-shvils-edzebs-260367991.html
https://sputnik-georgia.com/20211008/tragedia-batumsi-260366973.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260365379_697:0:2833:1602_1920x0_80_0_0_6eede86cfbe6c508626679e693c31e26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ბათუმში სახლის ჩამოშლის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობენ
17:47 08.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) ადამიანები დახმარებას შემთხვევის ადგილზეც ცდილობენ. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები ტერიტორიის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში მაშველებს ეხმარებიან.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ფონდმა „იალქანმა“ და ბათუმის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარონ.
ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის ცნობილი არ არის. ბათუმის მერიის წინასწარი მონაცემებით, ჩამონგრეულ ნაწილში იმ მომენტისთვის დაახლოებით რვა ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ კონტაქტზე მხოლოდ სამი გამოვიდა.
მომხდართან დაკავშირებით ფონდ „იალქნის“ თანამშრომლებმა დახმარების შესახებ განაცხადეს. ფონდმა ქალაქში რამდენიმე შტაბი გახსნა დასახმარებლად.
ფონდის შტაბები გახსნილია ჭავჭავაძის ქუჩაზე №32ა და №27-ში. იქ შესაძლებელია ცხელი საკვების მიღება, ფსიქოლოგისა და მედდების მხრიდან დახმარება. არის ტერიტორია, სადაც შეიძლება 10 ადამიანის მოთავსება, რეზერვშია ორი ბინა, სადაც შეიძლება დაშავებულების განთავსება, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
ასევე გამოცხადდა „ცხელი ხაზის“ ნომერი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დახმარების თხოვნა.
აუცილებელი ნივთების შეგროვებისკენ მოუწოდებენ სოციალურ ქსელებშიც.
„ხალხო, სადმე მოვაგროვოთ პირველადი ნივთები, ტანსაცმელი და საკვები ნანგრევებში გადარჩენილი მოქალაქეებისთვის“, – წერს
Jeni Kvantaliani.
„მეგობრებო, დღევანდელი ჩამონგრევით დაზარალებულს თუ იცნობთ, ვისაც დასჭირდება ღამის გასათენებელი, გთხოვთ, მომწეროთ. შევიფარებთ რამდენიმე ადამიანს. საკვები, ტანსაცმელი, პირველადი ნივთები, გთხოვთ, ან მომწერეთ, ან დაზარალებულს მიეცით საკონტაქტო“, – დაწერა
მელანო მახარაძემ.
ადამიანები დახმარებას ცდილობენ შემთხვევის ადგილზეც. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მწრივში ჩადგნენ და ნამტვრევებს ერთმანეთს ხელით აწვდიან, მაშველებს ეხმარებიან იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.