უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების ფაქტს სწავლობს

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაიცავენ სააკაშვილს, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინიდან გასვლის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას აწარმოებს, განაცხადა უწყების პრეს-მდივანმა ანდრეი დემჩენკომ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილმა უკრაინა კანონმდებლობის დარღვევით დატოვა.

„უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასაზღვრო სამსახური სამსახურებრივ მოკვლევას ნამდვილად აწარმოებს. გამოძიების საგანია მისი უკრაინიდან გასვლისა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტი. დაწვრილებით მოწმდება ყველა ინფორმაცია, თუ რა გზებით დატოვა მან უკრაინა“, – ციტირებს დემჩენკოს სიტყვებს გამოცემა Украинская правда.

მისი განმარტებით, უწყების სამხრეთ რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელობიდან რამდენიმე თანამდებობის პირს გამოძიების მიმდინარეობისას და მისი შედეგების გამოტანამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.
ლიზა იასკო - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
რა შემთხვევაში დათანხმდება სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადიციას – ელიზავეტა იასკო
დაუზუსტებელ საკითხზე, დაფიქსირებულია თუ არა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ბაზაში სააკაშვილის მხრიდან საზღვრის კვეთა, დემჩენკომ უპასუხა, რომ უფლება არ აქვს ასეთი ინფორმაცია გასცეს, რადგან იგი კონფიდენციალურია.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, იგი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0