მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო, არიან დაშავებულები

© REUTERS / GABRIELLE CROCKETTპოლიცია აშშ-ში
პოლიცია აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
მოსწავლეები და თანამშრომლები კლასებსა და კაბინეტებში ჩაიკეტნენ, ტერიტორიაზე არავის უშვებენ
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. უცნობმა პირმა ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში სროლა ატეხა, იუწყება ტელეარხი NBC პოლიციაზე დაყრდნობით.
დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი. დაღუპულთა შესახებ ცნობები არ არის.
ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სასწავლო დაწესებულებასთან სამართალდამცავი და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
სკოლა ბლოკირებულია. ტელეარხი შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ტრანსლაციას აწარმოებს.
მასმედიის ცნობით, მოსწავლეები და თანამშრომლები კლასებსა და კაბინეტებში არიან ჩაკეტილი, ტერიტორიაზე არავის უშვებენ.
ყველა ახალი ამბავი
0