ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისალომე ფაჟავა
სალომე ფაჟავა - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
სალომე ფაჟავამ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ახლა თავს სხვა სფეროში გამოცდის.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა. ინფორმაცია მან Instagram-ის პირად გვერდზე გაავრცელა.

„ძვირფასო მეგობრებო, დღეს ოფიციალურად ვასრულებ კარიერას. შევასრულე ჩემი მისია ელიტურ სპორტში, ახლა კი დადგა დრო, დავტოვო ძველი გზა და სხვა სფეროებში განვითარება დავიწყო. მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – დაწერა სალომე ფაჟავამ.

სალომე ფაჟავამ საქართველოს სახელით ორ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 2016 წელს მან მე-14 ადგილი დაიკავა, ხოლო ტოკიოში წელს მე-17 იყო.
ფაჟავა საქართველოს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წარმომადგენელია, ვისაც ევროპის ჩემპიონატებზე მედალი აქვს მოპოვებული. 2015 წელს ბაქოში ჩატარებულ „ევროპულ თამაშებზე“ ფაჟავამ ბაფთით შეჯიბრებაში მესამე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ფაჟავამ ორჯერ დაიკავა მეოთხე ადგილი მსოფლიო თასის ეტაპებზე – ბაქოში (2018) გურზებით შეჯიბრებაში და პესაროში (იტალია, 2019) – ბაფთით შეჯიბრებაში.
ყველა ახალი ამბავი
0