ცნობილი გახდა, როდის შედგება სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ პრემიერა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშისარა ჯესიკა პარკერი
სარა ჯესიკა პარკერი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
როგორც ჩანს, ნიუ-იორკში გადაღებები დასასრულს მიუახლოვდა.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საკულტო სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ პრემიერა HBOMax-ზე დეკემბერში შედგება. ტელეშოუს ოფიციალურ „ინსტაგრამზე“ ფოტოც გავრცელდა, სადაც პრემიერის პერიოდია დასახელებული.
კადრი ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
ის, რასაც დიდხანს ელოდით – ვრცელდება სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ პირველი ტრეილერი
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ საკულტო სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ კინოეკრანებს 20 წლის შემდეგ უბრუნდება. გადაღებები ივნისში დაიწყო.
მიმდინარე თვეების განმავლობაში ჩვენ სერიალის ირგვლივ უამრავი დეტალი შევიტყვეთ და გადასაღები მოედნიდან არაერთი ფოტოც ვიხილეთ. როგორც ჩანს, ნიუ-იორკში გადაღებები დასასრულს მიუახლოვდა.
ახალ სეზონში სამანტას ვერ ვიხილავთ, კიმ კეტროლმა სერიალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა სცენარისტებმა მას მარტივად მოუძებნეს შემცვლელი – სარა ჯესიკა პარკერს, სინტია ნიქსონსა და კრისტენ დევისს 50 წლის ნიკოლ არი შეუერთდება.
ყველა ახალი ამბავი
0