ზემო ლარსი დღეს: კობი–გუდაურის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerთოვლი გზებზე
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად ტარდება.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, გუდაური–კობის გზის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
ყველა ახალი ამბავი
0