საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია – სტატისტიკის ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშისუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2021 წლის სექტემბერში 2020 წლის სექტემბერთან შედარებით) 12,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ერთ წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (20,3%), ჯანდაცვაზე (9,2%), ავეჯსა (12,5%) და კომუნალურ მომსახურებაზე (11,8%). აგვისტოში სურსათზე ფასი 15,9%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა ზეთი (40,7%), ბოსტნეული (38,2%), შაქარი (16,6%) და რძე (17,1%).
ბოლო სამი თვის რისკები: რას უქადის წლის ბოლო ლარს?>>>
2021 წლის სექტემბერში, 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 0,2%. ივლისში კი ინფლაცია 0,7% იყო.
რა ახდენს გავლენას ფასების დინამიკაზე საქართველოში
ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება და ფასების ზრდის ტრაექტორიამ ბევრ, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყანაში პროგნოზირებულს გაცილებით გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზრებზე ფასების მკვეთრი ზრდა კვების პროდუქტებსა და ნავთობზე. გარდა ამისა, საერთაშორისო გადაზიდვებზე ხარჯების ზრდადი დინამიკა გლობალურად აძვირებს იმპორტულ პროდუქციას“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

რეგულატორის განცხადებით, მიუხედავად ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის გამყარებისა, იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18,7%-მდე დაჩქარდა, რაც ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების მატებას (8,2%) მნიშვნელოვნად აღემატება.
საქართველოში რეკორდულად მაღალი ფასებია: რა შეაჩერებს ინფლაციას ქვეყანაში>>>
„მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე დამატებითი გავლენა კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტს ექნება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0