სააკაშვილის მხარდასაჭერად მისი უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი ჩამოვიდა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გუშინ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში მის მხარდასაჭერად თბილისში ჩამოვიდა.
ის დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქციასაც შეუერთდა, რომელიც 15:00 საათზე დაიწყო.
წულუკიანი: სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე საუბარი არის სამართლებრივი უაზრობა>>
მარია ბარაბაში ამბობს, რომ უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. როგორც მან აღნიშნა, ყველა ბრალდება, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არსებობს, პოლიტიკურია და მას მხოლოდ „ქართული ოცნების" ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია აღიარებს.

„ძალიან კარგად იცოდა, რომ არსებობდა მისი დაკავების დიდი ალბათობა და ამ ნაბიჯზე ის გაცნობიერებულად წავიდა. ჩვენ, როგორც უკრაინული მხარე, მოვითხოვთ უკრაინის მოქალაქის დაბრუნებას“, – განაცხადა ბარაბაშმა.

სააკაშვილის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე დღეში უკრაინაში, საქართველოს საელჩოს შენობასთან დიდი აქციაა დაანონსებული, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
როდის ხდება პირის ექსტრადირება – ზალკალიანის განმარტება სააკაშვილთან დაკავშირებით
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია. სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
„გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი“ - თაკო ჩარკვიანი ხელმოწერებს აგროვებს>>
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0