„ვაწვებით ბოლომდე!" – სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეოთხე დღეა იმყოფება.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. მადლობა ჩემო დებო და ძმებო, მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს. ვაწვებით გამარჯვებამდე! – სააკაშვილის ეს მიმართვა ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ გააცნო.
15:00 საათზე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო, აქციის მონაწილეები ექს-პრეზიდენტს შეძახილებითა და მუსიკით ამხნევებენ.
დეკანოიძემ სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება სააკაშვილთან ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ცოტა ხნის წინ დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
„გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი“ – თაკო ჩარკვიანი ხელმოწერებს აგროვებს
დეკანოიძის თქმით, სააკაშვილი საბრძოლო განწყობაზეა და მათ ერთად მეორე ტურის სტრატეგია განიხილეს.
როგორც დეკანოიძე აცხადებს, სააკაშვილი შიმშილობას ისევ აგრძელებს.
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
რუსთავის საპატიმრო - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
„ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია“ – სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0