სააკაშვილი ექსტრადირებაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვის – ადვოკატი

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მისი მონახულების შემდეგ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვის, განუცხადა მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა რუსთავის ციხესთან ჟურნალისტებს ექს-პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.
ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
ახალი კომენტარი: ზელენსკიმ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე ისაუბრა
სწორედ დღეს მოინახულეს პირველად ადვოკატებმა სააკაშვილი სასჯელაღსრულების რუსთავის მე-12 დაწესებულებაში.
ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის ჩამოვიდა თავის სამშობლოში და აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს მორიგი მიმართვაც გაავრცელა. შესაძლო ექსტრადირებაზე კი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ყველაფერს აკეთებს უკრაინის მოქალაქეების დასაბრუნებლად სამშობლოში და მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0