ოქტომბერში ნატახტარსა და მესტიას შორის ავიარეისების რაოდენობა მცირდება

© Sputnik / Alexander Imedashviliნატახტრის აეროპორტი
ნატახტრის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
ტურისტულ სეზონზე ნატახტრის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით ფრენები კვირაში ხუთჯერ სრულდებოდა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ოქტომბერში ნატახტარი–მესტია–ნატახტრის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები კვირაში ოთხჯერ შესრულდება. ინფორმაციას მესტიის აეროპორტი ავრცელებს.
მიმდინარე თვეში ავიარეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:
ორშაბათი
ნატახტარი–მესტია: 10:00
მესტია–ნატახტარი: 12:00
ოთხშაბათი
ნატახტარი–მესტია: 10:00
მესტია–ნატახტარი: 12:00
პარასკევი
ნატახტარი–მესტია: 10:00
მესტია–ნატახტარი: 12:00
კვირა
ნატახტარი–მესტია: 10:00
მესტია–ნატახტარი: 12:00.
ნატახტრიდან მესტიამდე თვითმფრინავით მგზავრობას 50 წუთი სჭირდება, ბილეთის ფასი კი 90 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0