Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

17,5 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 867-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 618.620-ს მიაღწია.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 867 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 264 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კახეთი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: კახეთი – 154, იმერეთი – 143, აჭარა – 73, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 65, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 23, გურია – 22, მცხეთა-მთიანეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 591.668-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 4 ოქტომბერი
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 30 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.068-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 17.858 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.133 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.474, იმერეთში – 878, აჭარაში – 362.
962 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 255 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 28, იმერეთში – 25.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 601 ადამიანი, მათ შორის 298 – თბილისში, 168 – აჭარაში. 13.124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 31 ადამიანი, ყველა თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15.328 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 867-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 618.620-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0