ვის და რატომ ეკრძალება ვაშლი: ექიმი განმარტავს

© Pixabay / castleguardვაშლები კალათში
ვაშლები კალათში - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. დიდი რაოდენობით ვაშლმა შეიძლება უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს იმ ადამიანებში, რომლებსაც მაღალი მჟავიანობა აქვთ, აცხადებს დიეტოლოგი ელენა სოლომატინა.
მისი თქმით, შეგრძნებები განსაკუთრებით ძლიერდება მაშინ, როდესაც ადამიანი უზმოზე მიირთმევს ვაშლს. მიზეზი ისაა, რომ ვაშლი ბევრ მჟავას შეიცავს, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებს.

„ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებები აქვს, იმან ვაშლი დიდი სიფრთხილით უნდა მიირთვას. ზოგს კი საერთოდაც ეკრძალება ვაშლი, ან მხოლოდ გამომცხვარი უნდა ჭამოს“, — ამბობს სპეციალისტი.

დიეტოლოგის თქმით, ძალიან ტკბილ ვაშლთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ არაკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტით (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე) დაავადებულებმაც, ვინაიდან ის სახაროზას შეიცავს.
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2020
ვაშლი წონაში დაგაკლებინებთ, თუ სწორ დროს შეჭამთ: დიეტოლოგის რჩევა
ამასთან დიეტოლოგი აღნიშნავს, რომ ვაშლი დაბალკალორიული და სასარგებლო ხილია, რომელიც დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და უჯრედისს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინისა და ენდოტოქსინის გამოდევნას.
სპეციალისტის თქმით, ვაშლი ვიტამინებს, მიკრო- და მაკროელემენტებს შეინარჩუნებს, თუ მას გავყინავთ ან გამოვაშრობთ.
ყველა ახალი ამბავი
0