https://sputnik-georgia.com/20211003/sss-arcevnebze-incidentebze-16-sisxlis-samartlis-saqme-arizra-260164979.html
შსს: გამოძიება არჩევნების დღეს ინციდენტებზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო
შსს: გამოძიება არჩევნების დღეს ინციდენტებზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო
Sputnik საქართველო
ამ დროის მონაცემებით, პოლიციამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში 03.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-03T13:02+0400
2021-10-03T13:02+0400
2021-10-03T13:02+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458313_184:236:1280:852_1920x0_80_0_0_e191e56b4a69ab80c00d042dba3bb618.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება. ამის თაობაზე ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა.„საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით თითოეულ ფაქტზე პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით - 2000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნა ქეთევან კოვზიაშვილმა.როგორც კოვზიაშვილმა აღნიშნა, 2 ოქტომბერს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს, მათ შორის მარნეულში - 3 პირი, ასპინძაში - 2, ლანჩხუთში - 1 და თბილისში – 1 პირი.ამ დროის მონაცემებით, პოლიციამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. მათ შორის, ძალადობის, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, კიბერშეტევის, არაერთგზის ხმის მიცემის და სხვა ფაქტებზე.„საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა“, - განაცხადა კოვზიაშვილმასაქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
https://sputnik-georgia.com/20211003/saertasoriso-gamwvirvaloba-darrvevebze-260163281.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458313_195:242:1008:852_1920x0_80_0_0_e4aab69bc97293addf42e64de5809f5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემთხვევები საქართველოში
შსს: გამოძიება არჩევნების დღეს ინციდენტებზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო
ამ დროის მონაცემებით, პოლიციამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება. ამის თაობაზე ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა.
„საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით თითოეულ ფაქტზე პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით - 2000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნა ქეთევან კოვზიაშვილმა.
როგორც კოვზიაშვილმა აღნიშნა, 2 ოქტომბერს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს, მათ შორის მარნეულში - 3 პირი, ასპინძაში - 2, ლანჩხუთში - 1 და თბილისში – 1 პირი.
ამ დროის მონაცემებით, პოლიციამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. მათ შორის, ძალადობის, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, კიბერშეტევის, არაერთგზის ხმის მიცემის და სხვა ფაქტებზე.
„საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა“, - განაცხადა კოვზიაშვილმა
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.