Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 164 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 617 753-ს მიაღწია.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.164 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 383 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 229, კახეთი – 168, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 125, აჭარა – 79, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 36, სამცხე-ჯავახეთი – 27, გურია – 25, მცხეთა-მთიანეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.292 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 589.791-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 33 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.038-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 18.898 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.102 პაციენტი, მათ შორის, თბილისში –1.452, იმერეთში – 888., აჭარაში – 354.
983 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 248 პირი, მათგან თბილისში – 137, იმერეთში – 27. აჭარაში – 24.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 3 ოქტომბერი
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 675 ადამიანი, მათ შორის 361 – თბილისში, 169 – აჭარაში. 14.121 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 31 ადამიანი, ყველა თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15.373 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.164 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 617.753-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0