https://sputnik-georgia.com/20211002/vasaze-xalxs-ar-unda-uxarodes-saakasvilis-dapatimreba-260133729.html
ხალხს არ უნდა უხაროდეს სააკაშვილის დაპატიმრება - ვაშაძე
ხალხს არ უნდა უხაროდეს სააკაშვილის დაპატიმრება - ვაშაძე
Sputnik საქართველო
ვაშაძე, რომელიც ადრე სააკაშვილის გუნდის წევრი იყო, ექპრეზიდენტის დაპატიმრების თაობაზე აზრი გამოთქვა. 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T15:43+0400
2021-10-02T15:43+0400
2021-10-02T15:43+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390483_0:151:2541:1580_1920x0_80_0_0_fdc82703607e989404f887a7566284cf.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი- Sputnik. საზოგადოებას არ უნდა უხაროდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, განუცხადა ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ახლა მნიშვნელოვანი შერიგების გზით სვლაა.როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მის გუნდს აქვს მიზანი, ითამაშოს შემრიგებლის როლი და სიტუაციიდან გამოსვლის გზები იპოვოს.მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.წაიკითხეთ ასევე:
https://sputnik-georgia.com/20211002/saakasvilis-megobarma-gogonam-zelenskis-mimarta-260113141.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390483_0:141:2541:2047_1920x0_80_0_0_c1cb542853a5d80f12839848115bc97f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ხალხს არ უნდა უხაროდეს სააკაშვილის დაპატიმრება - ვაშაძე
ვაშაძე, რომელიც ადრე სააკაშვილის გუნდის წევრი იყო, ექპრეზიდენტის დაპატიმრების თაობაზე აზრი გამოთქვა.
თბილისი, 2 ოქტომბერი- Sputnik. საზოგადოებას არ უნდა უხაროდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, განუცხადა ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ახლა მნიშვნელოვანი შერიგების გზით სვლაა.
„რას ცვლის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ქართულ პოლიტიკაში, ამას არჩევნებზე ვნახავთ, დარჩა რამდენიმე საათი და შევხედავთ. გულწრფელად ვიტყვი, რომ სანამ პოლიტიკოსები ვართ, მანამდე ადამიანები ვართ და ნამდვილად არ უნდა გვიხაროდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მაგრამ მთავარი ახლა არის წავიდეთ თანხმობის გზით, შერიგების გზით, მოლაპარაკების გზით, განვითარების გზით და არა დაპირისპირების და თავპირის მტვრევის გზით", - განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მის გუნდს აქვს მიზანი, ითამაშოს შემრიგებლის როლი და სიტუაციიდან გამოსვლის გზები იპოვოს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
სააკაშვილის საქმე სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება - აშშ-ის ელჩი როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე - ვერსიები შსს-ს განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით