სააკაშვილის მეგობარმა გოგონამ ზელენსკის მიმართა

© Facebook / Ліза Яськоლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი
ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
სააკაშვილის მეგობარმა გოგონამ იასკომ უკრაინას, ევროკავშირსა და აშშ-ს ექს-პრეზიდენტის დაცვისკენ მოუწოდა.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ფრაქციიდან „ხალხის მსახური“ ელიზავეტა იასკომ, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია, უკრაინის ხელისუფლებას, ასევე ევროკავშირსა და აშშ-ს მისი დაცვისკენ მოუწოდა, იუწყება РИА Новости.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„სიყვარული და ბრძოლა საკუთარი სახელმწიფოსთვის კეთილშობილური საქმეა! მე მხარს ვუჭერ მის ბრძოლას... მივმართავ: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის ოფისს, უკრაინის საელჩოს საქართველოში, ვლადიმირ ზელენსკის (პრეზიდენტს - რედ.), დენის შმიგალს (პრემიერ-მინისტრი), დმიტრი კულებას (საგარეო საქმეთა მინისტრი)“, - დაწერა იასკომ Facebook-გვერდზე და დასძინა, რომ „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა დავიცავთ ჩვენი მოქალაქეები!“
ლიზა იასკო - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
მიხეილ სააკაშვილის 24 წლით უმცროსი ცოლი – უკრაინელი ლამაზმანის ფოტოები სოციალური ქსელიდან
თავისი მოწოდებით მან ასევე მიმართა აშშ-სა და ევროკავშირს, სხვა ორგანიზაციებსა და უწყებებს: უკრაინის მუდმივ წარმომადგენლობას გაეროში, ევროპის საბჭოში, აშშ-ის საელჩოს უკრაინასა და საქართველოში, უკრაინის მისიას ევროკავშირში, საქართველოს მისიას ევროკავშირში და სხვ.
1 ოქტომბრის დილით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
სააკაშვილის დაკავება: შტატები მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0