მურაშკო: ჯანმოში ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ აღიარებისთვის ბარიერები მოხსნილია

© REUTERS / SHAMIL ZHUMATOVSputnik V
Sputnik V - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ აღიარების წინააღმდეგ ყველა ბარიერი მოხსნილია, დარჩენილია მხოლოდ გარკვეული ადმინისტრაციული პროცედურები, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხილ მურაშკომ ჟენევაში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

„რუსეთის პოზიცია რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ რეგისტრაციისა და პოპულარიზაციის თაობაზე გაგებულია. <...> ახლა აუცილებელია, რომ კომპანიამ, რომელიც ვაქცინის რეგისტრაციითაა დაკავებული ჯანმოში, ხელი მოაწეროს რიგ დოკუმენტებს, წარმოადგინოს დამატებითი საბუთები“, — თქვა მან.

მინისტრის თქმით, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, რომელსაც რუსი მინისტრი გუშინ შეხვდა, დაადასტურა, რომ „შემდგომი მუშაობისთვის“ დაბრკოლებები არ არსებობს.
რუსული ვაქცინა Спутник V - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
მეცნიერებმა „დელტას“ წინააღმდეგ „სპუტნიკ V“-ს მაღალი ეფექტურობა დაამტკიცეს
გარდა ამისა, მურაშკომ აღნიშნა, რომ აშშ დაინტერესებულია ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატების ურთიერთაღიარებით, და რომ ამ მიმართულებით წინსვლაა მოსალოდნელი.
ამ დროისათვის ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ხუთი ვაქცინაა რეგისტრირებული. აქედან პირველია „სპუტნიკ V“, რომელიც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით. ვაქცინა ფართოდ გამოიყენება მასობრივი იმუნიზაციისთვის, ის უკვე 70 ქვეყანაშია დამტკიცებული.
გარდა ამისა, რუსეთში შექმინილია კიდევ ერთი ვაქცინა „ეპივაკკორონა“ (ცენტრი „ვექტორი) და „კოვივაკი ( ჩუმაკოვის სახელობის ცენტრი).
რევაქცინაციისთვის რეკომენდებულია ვაქცინა „სპუტნიკ ლაითი“ — „სპუტნიკ V-ის“ გამარტივებული ვერსია, რომელიც ერთჯერადად შეიყვანება ორგანიზმში.
 Sputnik V - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
ექსპორტზე გასატანად: ამერიკულმა კომპანიებმა შესაძლოა „სპუტნიკ V“-ს წარმოება დაიწყონ
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე დაარეგისტრირა „ეპივაკკორონა-Н“ — მისი მოქმედი ნივთიერება იგივეა, რაც „ეპივაკკორონასი“, თუმცა ისინი სხვადასხვაგვარად სინთეზირდება.
მიმდინარე წლის ივლისში რეგულატორმა ასევე გასცა ნებართვა სანქტ-პეტერბურგის ვაქცინების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვაქცინებისა და შრატების ფედერალური მედიკო-ბიოლოგიური სააგენტოს პრეპარატის კლინიკურ კვლევებზე.
ყველა ახალი ამბავი
0