Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

კარლ ჰარცელი: ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს მომავლისთვის

© photo: Sputnikკარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
დღეს საქართევლოში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები ტარდება. ქვეყანა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენიმე მერს ირჩევს.
ბ,ილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს მომავლისთვის და დემოკრატიის ტესტი, რომელიც ქვეყანამ დამაჯერებლად უნდა ჩააბაროს, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენიმე მერს აირჩევს.

„როგორც საქართველოს მეგობარსა და მხარდამჭერს, იმედი მაქვს, რომ ეს დღე იქნება დღე, როდესაც დემოკრატია მიაღწევს თითოეულ მოქალაქემდე. ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს მომავლისთვის და დემოკრატიის ტესტი, რომელიც დამაჯერებლად უნდა ჩააბაროს“, - განაცხადა ჰარცელმა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე არის ძალიან განსაკუთრებული დღე ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც ყველამ, პოლიტიკოსებმა, კომენტატორებმა სიჩუმე უნდა შეინარჩუნონ, ამომრჩეველი კი გამოვიდეს და საარჩევნო ყუთების საშუალებით დააფიქსირონ აზრი.
„ბოლო კვირებში, ბოლო 24 საათის განმავლობაშიც კი, მნიშვნელოვანი პოლარიზაციის მოწმეები გავხდით, რომელიც აქ, საქართველოში, პოლიტიკურ ცხოვრებაში გრძელდება და რაც ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია“, - თქვა ჰარცელმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ერთი რამ, რაზედაც ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება, არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს არჩევნებზე მისვლა და არჩევნის გაკეთება.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
არჩევნები 2021
ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა
„იმედი მაქვს და მჯერა, რომ დღეს ამომრჩეველს საშუალება ექნება, წყნარ, მშვიდ გარემოში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტებსაც დაცულ გარემოში გექნებათ მუშაობის საშუალება“, - განაცხადა ჰარცელმა.
2 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყანაში გაიხსნა 3.664 საარჩევნო უბანი.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.
ყველა ახალი ამბავი
0