კიევი–თბილისის ავიარეისზე სააკაშვილის დაჯავშნილი ადგილები თავისუფალი დარჩა

© photo: Sputnik / Stringerთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
სააკაშვილი კიევიდან ჩამოფრენას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად დღეს გეგმავდა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თბილისი–კიევის შაბათის ავიარეისზე ადგილი, რომელიც ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნებამდე დაჯავშნა, თავისუფალი დარჩა, იუწყება თვითმფრინავის ბორტიდან РИА Новости–ის კორესპონდენტი.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათი იყო მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა. ავიარეისი PS 511 ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვის დროით 19:20 საათზე გამოფრინდა და სააკაშვილს 4F და 4E ადგილები ჰქონდა დაჯავშნილი.
ბორტგამცილებელმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი დედასთან ერთად სწორედ აღნიშნული რეისით უნდა გამოფრენილიყო თბილისში. „ჩვენთან ერთად უნდა გამოფრენილიყო, მაგრამ იგი უკვე საქართველოშია“, – განაცხადა მან სააგენტოს კორესპონდენტთან.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონში ერთ–ერთი საცხოვრებელ კორპუსში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც საქართველოში შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდა. საქართველოში ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
ყველა ახალი ამბავი
0