„ვერ პატიობენ...“– რა ურთიერთობა აქვთ ვალერი და კონსტანტინე მელაძეების ცოლებს დედამთილთან?

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშივალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა
ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
რუსული მედია აქტიურად განიხილავს ვალერი და კონსტანტინე მელაძეების ცოლების ურთიერთობას მათი ქმრების დედასთან.
ალბინა ჯანაბაევა უკვე არაერთი წელია, რაც ვალერი მელაძესთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. მათ ჰყავთ შვილები და ოჯახური ცხოვრება წყვილისთვის პირველ ადგილზეა. მიუხედავად ამისა, მათი ოჯახის ირგვლივ არსებულ ჭორებს თავს მაინც ვერ არიდებენ.
ალბინას ჯერ კიდევ ვერ აპატიეს ვალერისა და მისი ყოფილი ცოლის, ირინას ოჯახის დანგრევა. ოჯახს სხვა არჩევანი არ ჰქონდა. როცა ვალერი მელაძემ მეორედ დაქორწინება გადაწყვიტა, მათ ამის მიღება მოუწიათ, თუმცა ალბინა ოჯახის წევრად არ მიუღიათ.
როგორც არაერთი გამოცემა წერს, ის მუსიკოსის მშობლებს დაბადების დღის წვეულებაზეც კი არ მიუწვევიათ. კიდევ ერთი დაძაბულობა უკავშირდება მომღერალ ვერა ბრეჟნევას, რომელიც ვალერი მელაძის ძმის კონსტანტინე მელაძის ცოლია. ალბინას მსგავსად, ოჯახმა არც ვერა მიიღო და არც ის მიიწვიეს წვეულებაზე.
ვალერი მელაძის უფროსი შვილები არ ურთიერთობენ ალბინასთან, რადგან მას და ვალერის ვერ პატიობენ დედის ღალატს. მელაძეების ოჯახთან დაკავშირებით დღემდე არაერთი ჭორი ვრცელდება. ალბინა ჯანაბაევამ კი გადაწყვიტა აეხსნა, რატომ არ იყო დაბადების დღის წვეულებაზე. როგორც მან განმარტა, დედამთილთან კარგი ურთიერთობა აქვს, ოჯახში კი დაძაბული სიტუაცია სულაც არ არის. რომ არა სამუშაო, ის აუცილებლად მივიდოდა ზეიმზე და პირადად მიულოცავდა დაბადების დღეს.
როგორც გაირკვა, ალბინას პირდაპირი ჩართვა ჰქონდა, რომელსაც ვერ გამოტოვებდა. მან დედამთილს დაბადების დღე სწორედ პირდაპირ ეთერში მიულოცა: „ალბათ ახლა ისინი მისმენენ. ასე რომ, მთელი სტუდიის სახელით, გილოცავთ!“ – თქვა მან.
ყველა ახალი ამბავი
0