შსს: სპეცრაზმის ბათუმში გადაადგილება თითქოსდა სააკაშვილის დაბრუნებას არ უკავშირდება

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
პარასკევს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია ბათუმის მიმართულებით სპეცტექნიკის გადაადგილების შესახებ, რომელიც სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციის შემდეგ განხორციელდა.
მანამდე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდიდან ბათუმის მიმართულებით დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა გადაადგილდება.

„საქართველოს ყველა ტერიტორიულ ორგანოში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რათა არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, მობილიზებულია პოლიციის სპეციალური დანაყოფები. რაც შეეხება გადაადგილებას, ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული გადაადგილება, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება. რაღაც სპეციალურ გადაადგილებას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

პარასკევს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. თავის Facebook-გვერდზე მან ორი ვიდეომიმართვა განათავსა, რომლებიც, მისი თქმით, ბათუმშია ჩაწერილი ღამის საათებში. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს არის „ფეიკი“ და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
მასმედია: საქართველოში სპეცრაზმისა და სპეცტექნიკის მობილიზება ხდება
ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელმაც არაერთხელ დააანონსა ქვეყანაში დაბრუნება, განაცხადა, რომ არ ეშინია დაჭერის. ქვეყნის ხელისუფლებაში კი პირობა დადეს, რომ როგორც კი ექს-პრეზიდენტი „ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს“, იმავე წუთს დააკავებენ.
ყველა ახალი ამბავი
0