საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მონაწილეობს

© Facebook / Ministry of Culture and Monument Protection of Georgiaფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში ტრადიციულად 2007 წლიდან ეროვნული სტენდით და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით მონაწილეობს.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წელს ლიტერატურული პროგრამით წარდგება. ბაზრობა 20-24 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია მწერალთა სახლის გვერდზე.
გერმანიაში არსებული კოვიდ-რეგულაციებისა და შეზღუდვების გამო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით არ იქნება წარმოდგენილი, თუმცა გერმანულენოვან მკითხველს საინტერესო ლიტერატურულ პროგრამას შესთავაზებს.
21 ოქტომბერს Roomers Frankfurt-ში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფესტივალის Bookfest City-ს ფარგლებში აკა მორჩილაძე თავისი წიგნის „ძველი გულებისა და ხმლისა“ ახალ თარგმანს წარუდგენს გერმანელ მკითხველს.
სამელნე - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
ღონისძიების მოდერატორი ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, ქართული ლიტერატურის დიდი მოყვარული და ქომაგი, გავლენიანი გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ის კულტურის განყოფილების რედაქტორი ტილმან შპრეკელსენი იქნება.
22 ოქტომბერს წიგნის ფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყნის – კანადის პავილიონში აკა მორჩილაძე წარდგება თემით „ენებისა და კულტურის დაცვა და შენარჩუნება – როგორები ვიყავით“ (Preserving and Protecting Languages and Culture – The Way We Were – Canadian-Georgian series).
გარდა ამისა, აკა მორჩილაძე ლიტერატურული ტურის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს შვეიცარიასა და გერმანიაში. ტური 5 ოქტომბერს ციურიხის ლიტერატურის სახლში, ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული ფესტივალის „ხიდი: ციურიხი–თბილისი“ ღონისძიებით დაიწყება და გაგრძელდება მკითხველთან შეხვედრებით, რომელიც მიუნხენის ლიტერატურის სახლში 15 ოქტომბერს, ნიურნბერგის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში კი 20 ოქტომბერს ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ გერმანულ ენაზე აკა მორჩილაძის ცხრა წიგნია თარგმნილი.
გარდა ამისა, 23 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და ლიტერატურული ფესტივალი LiteraturBahnhof-ის ფარგლებში წიგნის სახლში (Haus des Buches) ლაშა ბაქრაძე გერმანელ მკითხველს ქართველი მწერლების უახლეს გერმანულენოვან თარგმანებს წარუდგენს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას. საქართველო 2007 წლიდან ტრადიციულად, ყოველწლიურად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით, სადაც ქართველი ავტორების და გამომცემლების მონაწილოებით უცხოენოვანი თარგმანების პოპულარიზაციისა და თარგმანის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0