სააკაშვილის ადვოკატი: ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესახებ არავინ დამკავშირებია

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ყველა შესაბამისი უწყება ვალდებული იყო დაკავების შემდეგ დაკავშირებოდა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველს, თუმცა ამ დრომდე კონტაქტზე არავინ გამოსულა, განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია: პრემიერის განცხადება

„მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში დგამს ცირკს, ეს არ არის სამართლებრივი პროცედურები, ეს არის ჩვეულებრივი მასკარადი. მიხეილ სააკაშვილის საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, მიხეილ სააკაშვილს ჰყავს რამდენიმე ადვოკატი და ისინი ვალდებული იყვნენ დაკავშირებოდნენ რომელიმე ჩვენგანს, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოსულა კონტაქტზე“, – განაცხადა ბასილაიამ.

ტელეკომპანია „ფორმულის“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, კერძოდ, სანზონაში დააკავეს და ის ახლა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. ბექა ბასილაია ამასთან დაკავშირებით აგრეთვე აცხადებს, რომ დაკავების ფაქტზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, ხელისუფლებას მოუწევს უახლოს მომავალში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
„როგორც პოლიტიზებულად მოხდა მიხეილ სააკაშვილის საქმეების შეკერვა და დაკავება, ასევე მოუწევთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მისი გათავისუფლების შესახებ. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება და ყველაფერს წერტილი დაუსვას. შეწყალების გადაწყვეტილება შესაძლებელია იმ კონკრეტულ საქმეებზე, რომელზეც ყოფილ პრეზიდენტს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი. რაც შეეხება დარჩენილ ორ საქმეს, რომელზეც განაჩენი არ დამდგარა, აღკვეთის ღონისძიების საკითხზე გადაწყვეტილების შეცვლაა შესაძლებელი“, – განაცხადა ბასილაიამ.
ბასილაიამ ასევე აღნიშნა, რომ ის ამ დრომდე თავად ცდილობს დაამყაროს კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან, თუმცა ინფორმაციას ამ დრომდე არავინ აწვდის.
Михаил Саакашвили - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გიული ალასანია: მიშასთან კომუნიკაცია ბოლო დღეებში არ მქონია
მანამდე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მისი თქმით, ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს ფეიკ-ინფორმაციაა და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0