„3 დღის წინ დაგვემშვიდობა“ – სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ საქართველოშია

© AP Photo / Efrem Lukatskyმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას უკრაინაში მისი ოფისის ხელმძღვანელი აკეთებს.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, აცხადებს უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში ტელეკომპანია „პალიტრასთან“.
სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი დღის წინ დაემშვიდობა თანამშრომლებს და საქართველოში გამგზავრების გადაწვეტილება გააცნო.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ყოფნა. უკან როდის დაბრუნდება, არ უთქვამს“, – განაცხადა მარია ბარაბაშმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
„ისე მენატრებოდა აქაურობა“ – მიხეილ სააკაშვილი ბათუმშია? – ვრცელდება ვიდეო
„ოფიციალურად მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია“, – განუცხადა უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა „Sputnik–საქართველოს“.
დღეს ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა წარწერა: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ". შემდეგ ორი ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ ბათუმის ქუჩებში სეირნობს.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
„ყველა უნდა დავიძრათ თბილისისკენ“ – მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იმყოფება ამჟამად მიხეილ სააკაშვილი და მართლა შეძლო თუ არა მან ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთა.
ყველა ახალი ამბავი
0