„მჯერა–არ მჯერა“ – რას ფიქრობენ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

© AP Photo / Shakh Aivazovმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოულახავს.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) წევრები ადასტურებენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად დაბრუნდა სამშობლოში.
პარასკევს, დილით სააკაშვილმა Facebook-ის მეშვეობით საქართველოს მშვიდობიანი დილა უსურვა და განაცხადა, რომ უკვე სამშობლოშია. მოგვიანებით მან ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა, როგორც თავად თქვა, ბათუმიდან, სადაც მოსახლეობას მოუწოდებს, მივიდნენ 2 ოქტომბერს არჩევნებზე, ხოლო 3 ოქტომბერს მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან და რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი გაავსონ.
ენმ-ის მერობის კანდიდატმა სენაკში კობა ნაყოფიამ ტელეარხ „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ მას ნამდვილად არ ჰქონდა ინფორმაცია სააკაშვილის მარშრუტზე, თუმცა ყველამ იცოდა, რომ საქართველოში დაბრუნების მკაფიო გეგმა ჰქონდა. „ამაში დარწმუნებული ვიყავი პირველივე დღიდან... ის ნამდვილად საქართველოშია. ვადასტურებ“, – აღნიშნა ნაყოფიამ. მისი თქმით, ის ალბათ 3 ოქტომბერს შეუერთდება დიდ შეკრებას, როდესაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“.
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
„ზუსტად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია და ქვეყნიდან არ გასულა“ – მამუკა მდინარაძე
სააკაშვილი რომ თავის პირობას შეასრულებდა და სამშობლოში ჩამოვიდოდა, ეჭვი არ ეპარებოდა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერს თაკო ჩარკვიანს.
„მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა მშვიდობით, მშვიდობა მისცეს ღმერთმა საქართველოს. დღეს დილით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს სახელმწიფო არ არის, ასე იცის ოლიგარქიამ, ამ ტიპის მმართველობამ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩარკვიანმა.
მისი თქმით, ის მოვლენების მშვიდობიან განვითარებას ელოდება და მან ხელისუფლებას „დიდი შერიგებისკენ“ მოუწოდა.
მოვლენების მშვიდობიანი განვითარების იმედი აქვს აგრეთვე სააკაშვილის ყოფილ თანამებრძოლს, პარტია „დროას“ თავმჯდომარეს ელენე ხოშტარიას, რომელსაც სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით რეალური ინფორმაცია არა აქვს.
თინა ბოკუჩავა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
თინა ბოკუჩავა: ის საქართველოშია, მალე გამოჩნდება, ქართველების უმრავლესობა იხმობს მას
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს – აქ არის, არ არის. ვნახავთ მოვლენების განვითარებას. პირველი, ზუსტად იმავეს ვიტყვი, რასაც აქამდე ვამბობდი. ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად მშვიდობიანად. ამაზე ყველას აქვს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“... ყველაზე მთავარია, ეს ორი დღე და შემდგომი დღეები გავიაროთ აბსოლუტურად მშვიდობიანად და ყველა დავემორჩილოთ ხალხის ნებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხოშტარიამ.
იმაში, რომ სააკაშვილი უკვე საქართველოშია, დარწმუნებული არ არიან ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“.
„არა მგონია, მას ჰქონდეს გამბედაობა, რომ საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, იმიტომ რომ მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა... თუ ის მართლა ჩამოვიდა ან ჩამოვა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“, რომელსაც არ ჰყოფნის უნარი და კომპეტენცია“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა.
ბათუმის პორტი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
სააკაშვილი საქართველოში ზღვით შემოვიდა?
ოფიციალურმა სტრუქტურებმა უკვე უარყვეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა.
„რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას? დამიმტკიცეთ, რომ ის საქართველოშია. ეს არის მორიგი კლოუნადა“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გივი მიქანაძემ.
ამასთან, კიევში ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი ნამდვილად წამოვიდა საქართველოში. ტელეარხ „მთავართან“ საუბრისას სააკაშვილის კიევის ოფისის თანამშრომელმა მარია ბარაბაშმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტმა კიევი გუშინ დატოვა.
„სამი დღის წინ შეკრიბა გუნდი და გვითხრა, რომ საქართველოში მიდიოდა, რადგან ახლა ქვეყნისთვის გარდამტეხი მომენტია, როდესაც არჩევანია გასაკეთებელი ევროპასა და წარსულს შორის. მან გვითხრა, რომ უნდა წავიდეს, რადგან ახლა მნიშვნელოვანი რეფერენდუმი ტარდება და ის საქართველოში უნდა იყოს“, – განაცხადა ბარაბაშმა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
„3 დღის წინ დაგვემშვიდობა“ – სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ საქართველოშია
სააკაშვილმა, როდესაც კიდევ ერთხელ დააანონსა საქართველოში ჩამოსვლა, განაცხადა, რომ დაპატიმრების არ ეშინია. ქვეყნის მთავრობაში კი პირობა დადეს, რომ ექს-პრეზიდენტს მაშინვე დააპატიმრებენ, როგორც კი ქართულ მიწაზე დადგამს ფეხს.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0