„მანქანით გადაუარეო...“ – ვინ დაანებებინა სიგარეტის მოწევისთვის თავი ნინი ქარსელაძეს

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
ნინი ქარსელაძემ საზოგადოებას გაუმხილა, როგორ დაანება თავი მოწევას.
ნინი ქარსელაძე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ საგარეტის მოწევისთვის თავის დანებების საკუთარ ამბავს უზიარებს და აღნიშნავს, რომ ამ მავნე ჩვევას დედის ონკოლოგის რჩევით გამოემშვიდობა.
მომღერალი აღნიშნავს, რომ სამი წელია რაც სიგარეტს აღარ ეწევა, მწეველი კი 15 წლის ასაკიდან იყო.
„დედა რომ ჩავიყვანე პირველად ისრაელში, იქ ონკოლოგმა მითხრა, თუ ეს არ არის ძირითადი მიზეზი, რაც დედაშენს სჭირს, 90% მაინც არის მაპროვოცირებელი იმ ცუდი დაავადების, რაც დედას აქვსო. გადავედი ელექტროსიგარეტზე. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ჩავედით ერთ-ერთ ქიმიაზე, ისევ მომიწია ამ ექიმთან შეხება, მითხრა, ახლა ეს სიგარეტიც ამოუდე მანქანას, რომ ბორბლებით გადაუაროო. და მივხვდი, რომ სრულად უნდა დამენებებინა თავი“, – ამბობს ნინი ქარსელაძე.
მომღერლის თქმით, სიგარეტისთვის თავის დანებება ძალიან გაუჭირდა, რადგან ტვინში ფსიქოლოგიურად ჩაბეჭდილი ჰქონდა, რომ ნერვიულობისას უნდა მოეწია.
„მამა რომ გარდაიცვალა და დავითვალე, მხოლოდ იოგურტი მქონდა ნაჭამი და ექვსი ბლოკი სიგარეტი მოწეული. მივხვდი, რომ ესეც ფსიქოლოგიურია, რომ ნერვიულობაზე უკიდებ სიგარეტს. ეს ყველაფერი ჩვენი ტვინიდან მოდის და როგორც კი ამას გადალახავთ, ჩემსავით ბედნიერი და გაღიმებული გაიღვიძებთ ყოველ ახალ დღეს“, – ამბობს ნინი.
ყველა ახალი ამბავი
0